fbpx

ევროკავშირის მხრიდან 12 პუნქტი იყო შემოთავაზებული და სადაც ცალმხრივი პასუხისმგებლობით შეგვეძლო ნაბიჯების გადადგმა, ყველგან ვიმოქმედეთ 100 %-ით პირნათლად

ევროკავშირის მხრიდან 12 პუნქტი იყო შემოთავაზებული და ჩვენ ამ წლის ბოლომდე გეგმა გვქონდა გაწერილი, რასაც პირნათლად გავყევით. სადაც ცალმხრივი პასუხისმგებლობით შეგვეძლო ნაბიჯების გადადგმა, ყველგან ვიმოქმედეთ 100 %-ით პირნათლად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულების კუთხით, ყველა შესაბამისი კანონი აარის უკვე მიღებული, გარდა ორი კანონისა.

„ყველა შესაბამისი კანონი აარის უკვე მიღებული, გარდა ორი კანონისა. ერთი უკავშირდება სასამართლო რეფორმას, მეორე დეოლიგარქიზაციას. ორივესთან დაკავშირებით ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და როდესაც დაბრუნდება დასკვნები, განვაახლებთ კანონების მიღებას. ყველა სხვა კანონი მიღებულია. რჩება ასევე თანამდებობის პირების არჩევა, მაგრამ იქ ცალმხრივი პასუხისმგებლობით ამ პუნქტებს ჩვენ ვერ შევასრულებდით. იქ საჭირო იყო ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომა, რაც სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ. სახალხო დამცველის შემთხვევაში ვუთხარით, რომ არის 5 კანდიდატი, თქვით რომელს უჭერთ მხარს და ჩვენს მოგიბრუნდებით, რაზეც მივიღეთ მკვახე უარი. იუსტიციის საბჭოს წევრებს რაც შეეხება, იქ საერთოდ არ უნდათ დისკუსიაში შემოსვლა. ასეთ ვითარებაში ამ ორი პუნქტის შესრულება არის რთული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება