fbpx

ზაზა სოფრომაძე: რეკომენდაციების შესრულების მხრივ, ჩვენ უკრაინაზე და მოლდოვაზე უკან არ ვართ. პირიქით, გაცილებით უფრო წინ ვართ და ამას ბევრი აღიარებს

სრული სურათი რომ მივიღოთ, დავაკვირდეთ იმ რეკომენდაციებს, რაც უნდა შევასრულოთ და რაც გაიცა – ეს 12 რეკომენდაცია თითქმის ერთი და იგივეა, ერთი განსხვავების გარდა – პოლარიზაციაა ნახსენები ჩვენთან მიმართებაში -, ამის შესახებ პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამ რეკომენდაციების შესრულების მხრივ, ჩვენ ამ 2 ქვეყანაზე უკან არ ვდგავართ. პირიქით, გაცილებით უფრო წინ ვართ და ამას ბევრი აღიარებს. თვითონ ევროპარლამენტარების გამოსვლაში ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ სამივეს ეკუთვნის სტატუსი და აუცილებლად მისაღებია, მეორე ჯგუფი უკრაინას ცალკე გამოყოფდა, მაგრამ ამავე დროს გამოდიოდნენ ევროპარლამენტარები და ამბობდნენ, რომ კორუფციის დონით, უკრაინა არის ერთ-ერთი პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა მსოფლიოში და კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ უკრაინის მიღების და კიდევ იყო ჯგუფი, რომელიც მოლდოვასა და საქართველოს ერთ სიბრტყეში ადარებდა – ეს ძალიან ნიშანდობლივია“, – განაცხადა სოფრომაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება