fbpx

არსებობს გამოთქმა – „რევოლუციას ამზადებენ ფანატიკოსები, ახორციელებენ ავანტიურისტები და მისი შედეგებით ნაძირლები სარგებლობენ

არსებობს გამოთქმა – „რევოლუციას ამზადებენ ფანატიკოსები, ახორციელებენ ავანტიურისტები და მისი შედეგებით ნაძირლები სარგებლობენ, – ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, 9-წლიანი რეჟიმი ყველამ გადაიტანა, გარდა ახალი თაობისა, რადგან ისინი მაშინ ბავშვები იყვენენ.

„რეალურად ჩვენ ორი რევოლუცია გამოვიარეთ, ერთ შემთხვევაში მივიღეთ ქაოსი, 1992 წლის შემდეგ, ტერიტორიების დაკარგვა, ძმათა მკვლელი ომი, აფხაზეთსა და ცხინვალშიც ომები და მეორე შემთხვევაში მივიღეთ ანტიდემოკრატიული რეჟიმი. 9-წლიანი რეჟიმი ჩვენ ყველამ გადავიტანეთ, ახლა თაობა მოდის, რომლებსაც ეს ყველაფერი არ გადაუტანია, მაშინ ბავშვები იყვნენ და მათზე მოქმედება ადვილია. ამის წამალია კონტრ-პიარი, თუმცა იქ საბჭოთა პროპაგანდის სტილით ხდება ტვინების გამორეცხვა“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება