fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: ხელისუფლებიდან ჩამოშორების 10 წლის თავზეც კი კოლექტიური “ნაცები” ოდნავადაც არ იცვლიან აზრს და გულწრფელად თვლიან, რომ რეპრესიული მეთოდებით უნდა შეეჩვიათ ხალხი მათ წარმოსახვაში არსებული ახალი “წესრიგისათვის”

კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელშიც მოიაზრება მისი გამონაყოფი პარტიებიც, თვლის რომ მათი მმართველობის ავტორიტარიზმი, დამყარებული უხეშ ძალაზე, იყო სრულიად გამართლებული- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დღეს ეს შემადგენლობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვის სწორედ იმ რეპრესიული “წესრიგის” დასაბრუნებლად.

„რამდენიმე დღის წინ აქ დავწერე, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელშიც მოიაზრება მისი გამონაყოფი პარტიებიც, თვლის რომ მათი მმართველობის ავტორიტარიზმი, დამყარებული უხეშ ძალაზე, იყო სრულიად გამართლებული. ეს დაადასტურა ამ დღეებში მათმა რამდენიმე არცთუ რიგითმა წარმომადგენელმა
ხელისუფლებიდან ჩამოშორების 10 წლის თავზეც კი კოლექტიური “ნაცები” ოდნავადაც არ იცვლიან აზრს, და გულწრფელად თვლიან რომ რეპრესიული მეთოდებით უნდა შეეჩვიათ ხალხი მათ წარმოსახვაში არსებული ახალი “წესრიგისათვის,” ანუ გამოეძერწათ მორჩილი, უსამშობლო, ყველაფრისგან დაცლილი ახალი “ბიომასა” როგორ მათი ერთი იდეოლოგი უწოდებდა.
ახალი რეპრესიული “წესრიგი” მხოლოდ ამ “ბიომასისთვის” იყო განკუთვნილი. ის თქმა უნდა არ ეხებოდა “ნაცმოძრაობას” და მის ელიტებს, რომლებსაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ, კორუფციის ჩათვლით.
დღეს ეს შემადგენლობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვის, სწორედ იმ რეპრესიული “წესრიგის” დასაბრუნებლად“- წერს ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება