fbpx

ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე – ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამას ეთიკისა და კანონის დონზე გაეცა შესაბამისი პასუხი-ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსგავს პროვოკაციაზე მასაც ანალოგიური პასუხი ექნებოდა.

„რაც შეეხება გუშინდელ სამწუხარო ინციდენტს, ყველამ იცის ამ ინციდენტის დეტალები რა როგორ მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი; ამას სჭირდება სათანადო რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება