fbpx

ირაკლი კობახიძე – 1-ელ სექტემბრამდე სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას შევთავაზებთ

„საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის, შესაბამისად მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 1-ელი დეკემბრისა. სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე პარლამენტის 90 წევრის მხარდაჭერას, გამომდინარე აქედან, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება