fbpx

ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი-ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი: ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი, მაგ თქვენს უწყვეტ კადრში! უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და მას მანიპულაციას უწოდებს. წილოსანი დეზინფორმაციის ავტორებს მოუწოდებს, გამოაქვეყნონ უწყვეტი ვიდეო, სადაც ოკუპაციის შესახებ კითხვას აზუსტებს. “ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან” – ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში! მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი! პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?’’ – წერს ნინო წილოსანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია