fbpx

გვარამიას კანტორას მინდა ვკითხო – უპირობო ქველმოქმედებას რომ ბოროტებას არქმევთ, საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებით, მაშინაც არ გცხვენიათ?-ზურა ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე: ხალხი ყვდლაფერს ხედავს, მაგრამ გვარამიას კანტორას მინდა ვკითხო – უპირობო სიკეთეს და ქველმოქმედებას, რომ ბოროტებას არქმევთ და იტყუებით, საკუთარ თავთან მარტო, რომ რჩებით, მაშინაც არ გცხვენიათ? ,,ამ უნიკალურ პროექტზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და რომლის მიზანი გადაშენების პირას მყოფი კოლხური და არამხოლოდ ხოხბების გადარჩენა, გამრავლება და ბუნებაში დაბრუნებაა.” ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მთავარი არხის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას. როგორც ქადაგიძე წერს, მთავარი არხის უზნეობას კი საზღვარი არც ამ შემთხვევაში აქვს. ომის და ღალატის პარტიის მთავარი მიზანი კვლავ რჩება შენების ნგრევად, ხოლო სიკეთის ბოროტებად წარმოჩინება. ,,ამ უნიკალურ პროექტზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და რომლის მიზანი გადაშენების პირას მყოფი კოლხური და არამხოლოდ ხოხბების გადარჩენა, გამრავლება და ბუნებაში დაბრუნებაა. მთავარი არხის უზნეობას კი საზღვარი არც ამ შემთხვევაში აქვს. ომის და ღალატის პარტიის მთავარი მიზანი კვლავ რჩება შენების ნგრევად, ხოლო სიკეთის ბოროტებად წარმოჩინება. საბედნიეროდ, ხალხი ყვლაფერს ხედავს, მაგრამ გვარამიას კანტორას და მის ბოროტ ჯალათებს მინდა ვკითხო – უპირობო სიკეთეს და ქველმოქმედებას რომ ბოროტებას არქმევთ და უმოწყალოდ იტყუებით, ღამე სახლში რომ მიდიხართ, საკუთარ თავთან რომ რჩებით მარტო, მაშინაც არ გცხვენიათ ამ მარაზმში რომ მონაწილეობთ?’” წერს ქადაგიძე facebook -ზე.

შეგახსენებთ რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მორიგი ქველმოქმედება საქართველოში და ახალი პროექტი, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია. ქველმოქმედების ფორმა და შინაარსი ამჯერადაც უცვლელია – საქმე კეთდება ყოველგვარი აფიშირებისა და პოპულარიზაციის გარეშე.„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი ზემო იმერეთში დაწყებული გრანდიოზული საქველმოქმედო პროექტით მაშინ დაინტერესდა, როდესაც კეზერაშვილის დაფინანსებულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ არარსებული „პროტესტი“ ხალხის წინააღმდეგობად მონათლა და კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ შენება ნგრევად წარმოეჩინათ.ცხადია, ეს არ გამოუვიდათ. სამაგიეროდ, საზოგადოებამ კიდევ ერთი კარგი სიახლის შესახებ შეიტყო. საუბარია გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენზე. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია ძირითადი სამუშაოები, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და, რაც მთავარია, კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნეს დატვირთვას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება