fbpx

ეკა სეფაშვილი: უმძიმეს პროვოკაციებს უნდა ველოდოთ ამ საარჩევნო წლის განმავლობაში – შეტევებს ინსტიტუციებზე, მორალურ პრინციპებზე, ეროვნულ ღირებულებებზე…

„არჩევნების წელია და უმძიმეს პროვოკაციებს უნდა ველოდოთ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ძალები ქართული საზოგადოების მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ გაილაშქრებენ.

„ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ შეტევა ჩვენს ინსტიტუციებზე: შეტევა ვიხილეთ ეკლესიაზე, რომელიც მხოლოდ ეკლესიასა და რელიგიურ სიწმინდეებს კი არ ეხებოდა, არამედ შეტევა იყო ქართულ ღირებულებებზე, რითაც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენს მორალურ პრინციპებს და საფრთხის ქვეშ დააყენონ სახელმწიფოებრიობა; შეტევა ვიხილეთ სამართალდამცავ ორგანოებზე, თუნდაც მაშინ, როცა აღსრულების პოლიციის მანქანა დააზიანეს (ამ პროცესის შინაარსზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს).

ეს არის ის საშიში პროვოკაციები, რასაც ამ, საარჩევნო, 2024 წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ – შეტევები ინსტიტუციებზე, მორალურ პრინციპებზე, ეროვნულ ღირებულებებზე… შეეცდებიან ახალგაზრდობა გადაიყვანონ თავიანთ მხარეს, რომ მათი ხელით ნარი გლიჯონ. ამიტომ, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდნენ – ვის გვერდით დგებიან, რადგან ეს არის აბსოლუტურად დესტრუქციული ძალა, რომელიც ახალგაზრდობას პირდაპირ მოუწოდებს, რომ მათი მომავალი, წარმატებები ეჭვქვეშ დააყენონ და შეტევა მიიტანონ იმ ძირითად საყრდენებზე, რასაც ნებისმიერი დასავლური, ცივილიზებული სახელმწიფო ეყრდნობა – მორალზე, ღირებულებებზე, კანონის უზენაესობაზე…“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება