fbpx

მიხეილ ყაველაშვილი: გუნდში გადაადგილებები არ არის სიახლე, პირიქით აუცილებელიც არის. მთავარია, რომ ამ სახელისუფლებო გუნდს პასუხისმგებლობა აღებული აქვს ქვეყნის განვითარებაზე, უსაფრთხოებაზე და ეს გზა არ უნდა დაიკარგოს

„ცვლილებებზე პასუხისმგებელი არის გუნდი, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება” და 2012 წლიდან ეს პროცესი მუდმივად ხდება,“ – განაცხადა ჟურნალიატებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა სახელისუფლებო გუნდში დაანონსებულ ცვლიებებზე.

„ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას და სამთავრობო ცვლილებები საზოგადოებამ უნდა აღიქვას ჯანსაღად. ცვლილებებზე პასუხისმგებელი არის გუნდი, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება” და 2012 წლიდან ეს ცვლილებები ყოველთვის ხდება. ყველა ამ ტაქტიკურ გადაადგილებას თავისი შინაარსი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის წარმატება სახეზეა, იქნება ეს ღირსეული პოზიციების დაკავება, გამოწვევებში ღირსეულად ჩართვა თუ სხვა. მთავარია, რომ გუნდი არის ძლიერი, რაც არაერთხელ გვინახავს,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქვეყნის უკეთ განვითარების მთავარ პრობლემად „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას ასახელებს. „ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ ოპოზიცია არ გვყავს ჯანსაღი. ჩვენ ვაკეთებთ აქცენტებს შიდა კვლევებიდან და საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე და ოპოზიციის სისუსტე სახეზეა. ჩვენს გამოძახილებს, „ხალხის ძალის“ აქცენტებს, კრიტიკულ მოსაზრებებს, კულუარულ ინფორმაციას ითვალისწინებს ჩვენი გუნდი. ასეთი როტაციული გადაადგილება არ არის საპანიკო – ეს ორი ადამიანი ისედაც წარმოჩენილი იყო მმართველ გუნდში ლიდერებად. ახლა ვნახავთ, თუ როგორ გაართმევს თავს მოვალეობას ირაკლი კობახიძე, ნიჭიერი ადამიანი აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერის რანგში.

მთავარია, პროცესებს ჯანსაღად შევხედოთ და გუნდში გადაადგილებები არ არის სიახლე, პირიქით აუცილებელიც არის. მთავარია, რომ ამ სახელისუფლებო გუნდს პასუხისმგებლობა აღებული აქვს ქვეყნის განვითარებაზე, უსაფრთხოებაზე და ეს გზა არ უნდა დაიკარგოს.

შეფასებასთან ერთად დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, ირაკლი ღარიბაშვილის ის გზა, რომელიც გაიარა გუნდთან ერთად, შეიძლება წარმატებულად შევაფასოთ, იმიტომ რომ ამ ადამიანმა იმუშავა მართლაც ურთულეს პერიოდში – შეძლო მყარი და პრინციპული პოზიციების დაცვით ღირსების გრძნობა გაეჩინა მოსახლეობისათვის. დიახ, ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს და ამ პოზიციამ ბევრი ადამიანის გული მოიგო. ამ პროცესში გამოიკვეთა მთელი რადიკალური ოპოზიციური ფრთის შეფასებები, რომელიც აცდენილია რეალობას და ეს არც გამოსწორდება. სწორედ ამიტომ, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვყავს ოპოზიცია,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება