fbpx

მიხეილ ყაველაშვილი: ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა სურთ, მოვუწოდებ – დღესვე ჩამოშორდნენ რადიკალურ ძალებს, რადგან ისინი ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იარსებებენ

„ძლიერები უნდა ვიყოთ და რადიკალებს არც საბოტაჟის, არც ძალადობრივი პროცესების განვითარების უფლება არ უნდა მივცეთ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდები, რომელთაც ქართულ პოლიტიკაში ყოფნა სურთ, რადიკალებს უნდა ჩამოშორდნენ, რადგან ქართული პოლიტიკა უახლოეს მომავალში მათგან გათავისუფლდება.

„როცა ოპოზიცია სუსტია, პოლიტიკური პროცესი უფრო საშიშია, რადგან ისინი ასეთ დროს მეტად რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ძლიერები უნდა ვიყოთ და მათ არც საბოტაჟის, არც ძალადობრივი პროცესების განვითარების უფლება არ უნდა მივცეთ. იმ ძალამ, რომელიც ცდილობს აქ რაიმე ცვლილებები განახორციელოს, უნდა გაიგოს, რომ ეს შეუძლებელი იქნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებებს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა განახორციელებს. არჩევნების შემდეგ, ყველა ეს ძალა პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, რადგან ისინი ემსახურებიან ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს. თუ რა საბოტაჟს ახორციელებდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეს რადიკალური ძალები, ამის მაგალითები გვაქვს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან და ამას ვხედავთ ახლაც, როცა ოპოზიციაში არიან.

ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა სურთ, მოვუწოდებ – დღესვე ჩამოშორდნენ რადიკალურ ძალებს, რადგან ისინი ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იარსებებენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება