fbpx

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი: აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას – ამ სიტყვებიდან 3 წუთში რადიკალებმა, შერიგების “დედაცო”-დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი-

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი: აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას – ამ სიტყვებიდან 3 წუთში რადიკალებმა, შერიგების “დედაცო” ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, “19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით” – არ აპირებს “ყველა პარტია” ამაზე მუშაობას, რა ვქნათ?~ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე – მე და ჩემი მეგობრები ოპოზიციის მომხრეებმა იქიდან გამოგვაგდეს, მას შემდეგ მათთვის ხელი არ შეგვიშლია, მეტი რა ვქნათ? ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას – აქამდე ბელარუსის და ყირგიზეთის ორგანოებს ვუთანხმებდით ამ ყოველივეს? “უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას” – ანუ, უკრაინის მსგავსად საერთაშორისო ორგანიზაციების პრეროგატივას დაუქვემდებარებს ამ პროცესებს? ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ – მულტიპარტიულ ზედამხედველობას რა მექანიზმებით დავუქვემდებაროთ ეს აპოლიტიკური პროცესები? მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ – გაუმჭირვალეობის რამე კონკრეტული მაგალითი, ვერა? გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს – კონკრეტული მაგალითი, რა შეეშალათ, სად, როდის, ვისთან მიმართებაში? გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს – რითი უნდა გაძლიერდეს? უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას,აიღებს და შეასრულებს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულებას – თუ შეიძლება, უკრაინული მაგალითი ამ პუნქტთან დაკავშირებით! აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე – კონკრეტული მაგალითები!!! გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს – ბოლო საერთაშორისო კვლევები ყალბი იყო??? მსოფლიო ბანკის ინდიკატორი მკვლევარები დაიჭირეთ??? დააპატიმრეთ??? სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე. შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს – ანუ “შავნოდარას” ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების უზენაესიბაზეა საუბარი? “სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს”. ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს, სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს – რომელია მოწყვლადი ჯგუფი? უკრაინის მედიათავისუფლების თაობაზე 2021 წლის ივნისის გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესი კომისრის მონიტორინგის კომისიის დასკვნას გაეცანით!!! ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს – ვინც დაიჭირეს უკვე, მეტი რა უქნან? “დემოკრატიულად” გააქათამონ? “გააერთიანებს ძალისხმევას” გენდერული თანასწორობისთვის – და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას – ჰარვი ვაინშტაინის თემა ჩვენთან რა შუაშია?!! გადაწყვეტილებების მიღებაში “ყველა დონეზე”მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, “პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები” – 1989 წლიდან 2021 წლამდე აშშ-ს სასამართლომ გამოიტანა 2933 უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უკანონოთ მიესაჯა 25600 პატიმრობის წელიწადი!!! რას მივბაძოთ და როგორ??? ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი: ანუ, ან გიორგი მშვენიერაძე ან ბაბუცა პატარაია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია