fbpx

დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი-მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს,  მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს.

„წინასწარი შედეგებით, რაც შეგვიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში იმყოფება ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იცით, რომ ეცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის,  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება