fbpx

დავით ქართველიშვილი: როდის იყო ქართველისთვის მშობლიური მიწის კოცნა უღირსი საქციელი?

დავით ქართველიშვილი: როდის იყო ქართველისთვის მშობლიური მიწის კოცნა უღირსი საქციელი? არა “მთავარსარდლის” ფოფხვა ამ მიწაზე, არამედ მისი ამბორი? „თურმე ოსები “საკუთარ” ტერიტორიაზე ტყვეს სთხოვდნენ – ქართულ მიწას აკოცეო, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?!“- ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ვიდეო მონაკვეთს სასამართლო სხდომიდან, რომელიც იხსენებს გიორგი ანწუხელიძის წამების ფაქტს და საკუთარ თავს სწორედ მას ადარებს. „ამ “რამკიან” გიჟს მოუსმინეთ. გიორგი ანწუხელიძეს ადარებს თავს. ერთნაირად გაგვზარდესო ჩვენ დედებმა ორად-ორ რამეს სთხოვდნენო ოსები წამებისას – ქართულ მიწას აკოცეო და მიშას შეაგინეო და არც ერთი არ შეუსრულაო. თურმე ოსები “საკუთარ” ტერიტორიაზე ტყვეს სთხოვდნენ – ქართულ მიწას აკოცეო, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?! მკაფიოდ ისმის ვიდეოში – “მიწა იკოცე, მიწა” – და რა თქმა უნდა, “ოსური” მიწა იგულისხმება! როდის იყო ქართველისთვის მშობლიური მიწის კოცნა უღირსი საქციელი? არა “მთავარსარდლის” ფოფხვა ამ მიწაზე, არამედ მისი ამბორი?! და არანაირი “მიშას შეაგინე” არ ისმის იმ ვიდეოში. გულისამრევია უკვე ეს ეშმა – ნებისმიერი სიწმინდის შებილწვის უნიკალური თვისება აქვს. და რა ენაღვლება, იცის რომ გიჟია და ამ ფსიქიკურ მდგომარეობას არის ამოფარებული.“- წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია