„ბრენდი, რასაც ჰქვია „5 ნომერი“, ესაა რაც აინტერესებს კეზერაშვილს. პრინციპში, ეს მისმა შვილობილმა ხაბეიშვილმა თქვა პირდაპირ, რომ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი დატოვებსო [პარტიას], მე ხომ ვარ „5 ნომრის“ თავმჯდომარეო. ეს არის მისთვის მთავარი. მისთვის [ხაბეიშვილისთვის] მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი საქართველო და საქართველოს საზოგადოება?!“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ მწვავე კრიზისია – პარტიიდან წამსვლელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. განხეთქილების მთავარ მიზეზად ნიკა მელიას ფლანგი პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს და მის არასწორ ნაბიჯებს ასახელებს. „ნაციონალური წევრები“ არ მალავენ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა.