fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ხაბეიშვილისთვის მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი საქართველო და საქართველოს საზოგადოება?!

[ხაბეიშვილისთვის] მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი საქართველო და საქართველოს საზოგადოება?! – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ბრენდი, რასაც ჰქვია „5 ნომერი“, ესაა რაც აინტერესებს კეზერაშვილს. პრინციპში, ეს მისმა შვილობილმა ხაბეიშვილმა თქვა პირდაპირ, რომ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი დატოვებსო [პარტიას], მე ხომ ვარ „5 ნომრის“ თავმჯდომარეო. ეს არის მისთვის მთავარი. მისთვის [ხაბეიშვილისთვის] მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი საქართველო და საქართველოს საზოგადოება?!“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ მწვავე კრიზისია – პარტიიდან წამსვლელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. განხეთქილების მთავარ მიზეზად ნიკა მელიას ფლანგი პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს და მის არასწორ ნაბიჯებს ასახელებს. „ნაციონალური წევრები“ არ მალავენ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება