fbpx

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებაზე: პუტინს რით უფრო ავნებ? სტუდიაში განცხადებით, თუ როდესაც მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებაზე: პუტინს რით უფრო ავნებ? სტუდიაში განცხადებით, თუ როდესაც მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს ,,ერთი რამე მინდა გითხრათ, ჩვენს ხელისუფლებაზე. გაეროში რეზოლუციას ჩვენმა ხელისუფლებამ მისცა ხმა – უკრაინის მხარდასაჭერად; ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვას საქართველომ მისცა ხმა; დიდი ბრიტანეთის ინიციატივას საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის აღძვრას საქართველომ მისცა ხმა. ამ ხელისუფლების ტრაგედია ხშირად მოქმედება კი არ არის, ამ ხელისუფლების ტრაგედიაა, როცა ვერბალურად ვერ ამბობ რისი თქმაც გინდა.’’ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერში. როგორც ვაშაძემ განაცხადა, რუსეთს ის უფრო აღიზიანებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებზე იღებს მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, ვიდრე ტელე სტუდიებში განცხადებების გაკეთება. ,,რეზოლუცია რომ გამოგაქვს ახლა პარლამენტში, ევროპის მხარდამჭერი. რუსეთს რა უფრო აღიზიანებს? შენ რომ ეთერში გამოხვიდე და გაიმეორე ის, რაც მაშველ რგოლად გადმოგიგდო ქალბატონმა, შესანიშნავმა ელჩმა, კელი დეგნანმა – ,,ჩვენ საქართველოსთან მუდმივ კავშირზე ვართ და განხილვაში იმყოფება საკითხები სანქციების.’’ დალოცვილიშვილო, რას იგონებ ველოსიპედს, როცა შეგიძლია იგივე გაიმეორო. პუტინს რით უფრო ავნებ? სტუდიაში განცხადებით, თუ იმითი, რომ მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ იმისთანა ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს.’’ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ თოქშოუში “რეაქცი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია