fbpx

გოგა ხაინდრავა: გამოაცალე ოპოზიციას ეს ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც გარედან მოდის, და ერთი კვირა ვერ გაძლებს ეს გაერთიანება

აბსოლუტურად ნათელია, რომ ქვეყანაში ოპოზიციას დასაყრდენი არ აქვს. გარედან იმართებიან, პირში სული მხოლოდ იმიტომ უდგათ, რომ გარედან ხდება მათი ლობირება. გამოაცალე ეს ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც გარედან მოდის, და ერთი კვირა ვერ გაძლებს ეს გაერთიანება თავისი სამეულებით, ოთხეულებით და ათეულებით. ყველას დაავიწყდება მათი არსებობა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება მიხვდეს, რასთან აქვს საქმე. არსებობს მარტივი კითხვები, რომელსაც მარტივი პასუხები სჭირდება. გამოაცალე ეს ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც გარედან მოდის, და ერთი კვირა ვერ გაძლებს ეს გაერთიანება თავისი სამეულებით, ოთხეულებით და ათეულებით. ყველას დაავიწყდება მათი არსებობა. თუ რამ ასულდგმულებს მათ, ეს არის გარედან შემოგდებული ცილისწამება, ტყუილი, ზეწოლა საზოგადოებაზე, ქვეყანაში არსებული რეალობის არმიღება, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის არჩევნებია. საფუძვლად ეს უდევს დემოკრატიას, უფრო სწორედ ეს ედო, იმიტომ რომ უკანასკნელი წლები მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის აბსოლუტური ილუზია და არანაირი დემოკრატია მსოფლიოში არ არსებობს. ყველაფერი აგებულია ძალაზე, ეს ძალა გაქვს ან არა“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება