fbpx

გოგა ხაინდრავა EPP-ის რეზოლუციაზე: ამ პარტიის პოლიტიკური სიკვდილი დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც მათი თავმჯდომარე პედრო აგრამუნტი და 28 წევრი კორუფციის გამო გააძევეს ევროპარლამენტიდან


კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას ამ პარტიის პოლიტიკური სიკვდილის მანიფესტი უწოდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს სიკვდილი დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ პარტიის თავმჯდომარე პედრო აგრამუნტი და პარტიის 28 წევრი კორუფციის გამო გააძევეს ევროპარლამენტიდან. ეს მეტყველებდა იმაზე, რომ ამ გაერთიანებების ხრწნადობა უკვე იმ ხარისხისაა, რომ სხვა გადაწყვეტილების მიღება ევროპარლამენტს აღარ შეეძლო და პირდაპირ გააძევეს. წარმოგიდგენიათ პარტია, საიდანაც თავმჯდომარეს და 28 წევრს გააძევებენ? იქ ვითარებაში დემოკრატიის უკუსვლაზე არცერთი სიტყვა გაგვიგია. ეს ისე გაატარეს, თითქოს არაფერი მომხდარა. ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სამი „დემოკრატი“, საიდანაც ორი რას ლაპარაკობდა, თვითონ არ იცოდნენ. შაჰინი ერკვევა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კორუფცია. როდესაც ის ლაპარაკობდა საქართველოზე, იქვე მოუწია თქმა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტიდან მირჩიეს ასეთი განცხადებები საქართველოსთან დამოკიდებულებაში არ გამეკეთებინა. მიუხედავად ამისა, ეს მაინც თქვა, იმიტომ რომ ეს მისი ვალდებულებაა იმის წინაშე, რასაც ესენი ემსახურებიან. ეს ინტერესები დიდი ხანია გაცხადებულია, უბრალოდ ეს იყო ტაბუ. საქართველოში და პატარა ქვეყნებში იყო ტაბუ იმაზე, რომ ამერიკაზე და ევროპაზე სიმართლის ლაპარაკი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის საპირისპირო ქმედება“, – აცხადებს კინორეჟისორი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება