fbpx

გლდანში დ. აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო

გლდანში, დ. აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ ავჭალა 2-ში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო
სამუშაოები დაიწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით,
15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტისთვის ჯამში,
დაახლოებით, 848 025 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გზა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი,
მოსახლეობას მოწესრიგებული გზა ექნება. ავჭალა 2-ში, დ. აბაშიძის ქუჩაზე საგზაო
სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის
განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, 1 140 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე
ქსელი, რისთვისაც 940 000 ლარამდე დაიხარჯა.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი
ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება