გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა
ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა 2022-2023 წლების
სამოქმედო გეგმა განიხილეს და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
იმსჯელეს.
გენდერული თანასწორობის საბჭო სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი
დავით შერაზადიშვილი დაესწრო და საბჭოს წევრებისგან სამოქმედო გეგმასთან
დაკავშირებული ინიციატივები მოისმინა.