fbpx

თამთა მეგრელიშვილი რომან გოცირიძეს: პოლიტიკური დავალებაა ძირი გამოუთხარონ სახელმწიფოს, დააზიანონ მისი იმიჯი

თამთა მეგრელიშვილი რომან გოცირიძეს: პოლიტიკური დავალებაა ძირი გამოუთხარონ სახელმწიფოს, დააზიანონ მისი იმიჯი. ეს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგისთვის შეუქცევადი პროცესია რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ამჟამინდელი კვლევა რომელსაც ელენე ხოშტარია თაოსნობდა განსხვავდება შარშან ჩატარებული კვლევისგან. ხოშტარიას გავლენით კვლევაში პოლიტიკური მიკერძოების ხარისხი დიდია. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არაარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელშია. თითქმის იგივე ნარატივს უერთდება რომან გოცირიძეც და სიხარულით აცხადებს- ამავე კვლევით საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჩამორჩება უკრაინასაც და მოლდოვასაცო – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი. „კოლექტიური გოცირიძეების კითხვებზე: – საით მიდის საქართველო?! … ღარიბაშვილს განაცხადის შეეტანა ხალხმა კინწისკვრით აიძულა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგია განაცხადის შეტანა აცხადებს ის. ეს იმ ფაქტების ფონზე, როცა სახელისუფლებო გუნდის პირობებში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობას, შეივსო და უკვე გაიგზავნა ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარი. – რას აკეთებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად?! მნიშვნელოვანს არაფერს… ეს იმ ფონზე როცა საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ 2014 წლიდან დღემდე უკრაინასთან დაკავშირებით საქართველო, გაერო-ში, ეუთოში და ევროპის საბჭოს ფარგლებში მიერთებულია დაახლოებით 200-მდე რეზოლუციას და განცხადებას 2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმსა და სევასტოპოლზე 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე საქართველო გაერო-ს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსპორობა გაუწია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ საქართველო იყო “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ” გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA76) რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90 სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140 ქვეყანამ, 5 ქვეყანამ (რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და ბელარუსი) რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 38 ქვეყანამ თავი შეიკავა საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC49) რეზოლუციის თანა-სპონსორია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს მიმართეს საქართველოს არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მთავარი თანა-სპონსორი, რუსეთის ფედერაციისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრობის უფლების შეჩერების შესახებ მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის – საქართველო იკავებს პირველ ადგილს უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების ოდენობის მიხედვით. საქართველო აგრძელებს არა მხოლოდ რეზოლუციების, არამედ ქმედითი პრაქტიკული შესაძლებლობებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ამჟამინდელი კვლევა რომელსაც ელენე ხოშტარია თაოსნობდა განსხვავდება შარშან ჩატარებული კვლევისგან. ხოშტარიას გავლენით კვლევაში პოლიტიკური მიკერძოების ხარისხი დიდია. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არაარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელშია. თითქმის იგივე ნარატივს უერთდება რომან გოცირიძეც და სიხარულით აცხადებს- ამავე კვლევით საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჩამორჩება უკრაინასაც და მოლდოვასაცო. “ქვეყანა ვითარდება დემოკრატიულად, ჩვენი ოლიგარქი კი კულისებიდან მართავს ქვეყანას და რუსი ოლიგარქის ინტერესებს არის დამორჩილებული ხელისუფლების ყველა შტო” აცხადებს რომან გოცირიძე. ეს არის მორიგი შეტევა ხელისუფლებაზე, რადგან არცერთი ზემოთ მოყვანილი გარემოება ფაქტებით არ დასტურდება. პოლიტიკური დავალება -ძირი გამოუთხარონ სახელმწიფოს, დააზიანონ მისი იმიჯი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგისთვის შეუქცევადი პროცესია. მოღალატეობრივი პოლიტიკა დიდი ფულის სანაცვლოდ, ეს “ნაციონალური მოძრაობის” კრიმინალური პოლიტიკური საძმოს არჩევანია რაღა თქმა უნდა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნარატივით.“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება