fbpx

გელა ზედელაშვილი სოფო ხორგუანს: ქალო, შედი „ბუტკაში“!

გიორგი გახარიას (იგივე „გახჩოს“) ქალებზე აქამდე არაფერს ვამბობდი, მეგონა, სინდის-ნამუსს შეირჩენდნენ და ერთი ადგილის თამაშს არ მოჰყვებოდნენ. ესენი ერთ დროს „ქართული ოცნების“ თავგადამკვდარი ფანები იყვნენ, შემდეგ კი, როცა ბატონ „გახჩოს“ ცუღლუტობანი გამოუქექეს, „ნაცებთან“ კურკური შეუმჩნიეს, ფართე კაბინეტიდან უდროო დროს გამობუნძულდა და ესენიც მის მხარეს გადაიკრიფნენ, რაღაცნაირები გახდნენ – თან ნაცობენ, თან ვერ ნაცობენ („ეგრეხებათსავით“) და იმასაც ვერ ატყობენ, რომ ამასობაში უფრო დამახინჯდნენ, სწორედ ისე, როგორც ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაშია“. ამჯერად მათ მეტად აღარ დავახასიათებ, მხოლოდ ერთ მათგანს გაგაცნობთ ახალი რაკურსით – სოფიო ხორგუანს, მეტად „პრინციპულ“ ადამიანს, რომელმაც პოლიტიკაში ვერაფერს მიაღწია, ვერაფერი გააკეთა და გაბოროტდა, დაბოღმიანდა, კლიმაქსიანს დაემსგავსა. ვერაფერს ვიზამთ, ეგეთია „გადაგახჩოებულ“ მდედრთა ბედი. ისე, მერე რომ არ დამავიწყდეს, ბარემ აქვე აღვნიშნავ, ძალიან ბრძენ ხალხს უცხოვრია მთაწმინდის რაიონში, შუალედური არჩევნებისას პარლამენტში რომ არ „შეაბრძანეს“, იცოდნენ, ხმის მისაცემი „მადმუაზელი“ რომ არ იყო.
იგი (სოფიო ხორგუანი დაიბადა 1974 წელს გულრიფშში. როგორც ქართულ ვიკიპედიაში მის შესახებ ვკითხულობთ, ეროვნებით ქართველია და თანაც ადამიანის უფლებათა დამცველი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი. კარგი, ჰო, ვინაიდან და რადგანაც, 2007-2009 წლებში სახალხო დამცველის მოადგილე გახლდათ, ადამიანის უფლებათა დამცველად მოვიხსენიოთ, მაგრამ მისი ბიზნესმენობა და პოლიტიკოსობა ცოტა ხმამაღლა ნათქვამი ხომ არ არის? თუმცა „გახჩოს“ ქალებს ყველაფერი ეპატიებათ, ისინი ყოვლისმომცველნი არიან და თანაც უაღრესად პრინციპულები, უპრინციპულესები, ვიიიიიიიშ!
ჰოდა, იმას ვამბობდი… მან (სოფიო ხორგუანმა)1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიური ფაკულტეტი გერმანული ენის სპეციალობით. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა გერმანული ლიტერატურის სპეციალობით. დასრულებული აქვს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციასთან არსებული დიქტორთა და წამყვანთა კურსები, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, მარშალის უსაფრთხოების სწავლების ცენტრი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობა – „საჯარო სამართალი“. მუშაობდა მასწავლებლად, ჟურნალისტად. ერთი პერიოდი იყო რესპუბლიკური პარტიის აქტიური წევრი. ხედავთ, როგორი სიღრმისეული და მრავალფეროვანი განათლება აქვს მიღებული? ძმები თუ დები ბერძენიშვილების სკოლაც კი გაუვლია. ბიოგრაფიის თანახმად, ჟურნალისტიც ყოფილა… ისე, მე რომ მისი ჟურნალისტობა არ გამიგია, ნეტავ ჩემი გაუნათლებლობის ბრალია თუ უბრალოდ ტრაბახობს? ალბათ ისეთი ჟურნალისტია, როგორი პუბლიცისტიც თაკო ჩარკვიანია.
მისი (სოფიო ხორგუანის) ბიოგრაფია ნაკლულია, 2011-ში ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი რომ იყო, წაშლილი აქვს, ვითომც არაფერი, ვითომც ოქრუაშვილს არც კი იცნობს. არადა, იმ წლის 23 მაისს ასეთ კომენტარებს აკეთებდა:
„ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში იქნება, თბილისში სწორედ ამ დღეს გამოჩნდება. სრული შემადგენლობით 25 მაისს გამოვცახდდებით აქციაზე და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში“!
დიახ, გაიხსენეთ, 2011-სა წელსა, 26-სსა მაისსა, ესა და ირაკლა მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ 2012 წლის შემოდგომაზე ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილს დაუთმეს. იცით, რატომ წაშალა მადმუაზელ ხორგუანმა თავისი ბიოგრაფიიდან ეგ მომენტი? თავიდან მეც თქვენსავით მეგონა, რცხვენია-მეთქი, მაგრამ ეგრე არა ყოფილა, იმდენად თავმდაბალია, რომ ასეთი ღირსშესანიშნაობის გამოჩენისა ერიდება, წითლდება, შინაურობაში იძახის, განა რა გავაკეთე ისეთი, ასერიგად რომ მაფასებთო? რას ჰქვია, რა გააკეთა? ქალი ხელისუფლებაში მოვიდა და რამდენიმე თვეში გადადგა.
სანამ ის (მისტერ გახჩო) პრემიერ-მინისტრი გახლდათ, სოფი ლორენი კი არა და… სოფიო ხორგუანი ხელისუფლებას ქებით ძირს აგდებინებდა, ჩამოჯდებოდა ხოლმე ტელევიზორში და შენ დაუკააააა! ეხლა აღარ, ეხლა მისი ცნობიერება შეიცვალა, გადახალისდა, რეფორმა განიცადა, განიწმინდა, მისი გული მის პარტიაში განითესა და აღმოცენდა. ჯერ დღევანდელი ხელისუფლება აითვალწუნა, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი „აიგდო“, არადა, იყო დრო, მასთან სურათის გადაღებაზე ოცნებობდა, შუამავლებს ეძებდა, ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. რაკიღა ფეხი არ ჩაუვიდა, შემდეგ საწყალობელიც კი უწოდა. წარმოგიდგენიათ? მართლა საწყალობელი ხორგუანი ირაკლი ღარიბაშვილს საწყალობელს, ანუ საწყალს ეძახის და ამასთან, ემუქრება კიდევაც, თუ ევროკავშირის კანდიდატად არ მიგვიღებენ, კომბლებით მოგივარდებითო. მოდით, ვნახოთ, რას ბოდიალობს, ანუ რას პროზაიკოსობს სოფიო ხორგუანი თავის „საფეისბუქო“ გვერდზე:
„კორუფცია შევარდნაძის დროს უკონტროლო და მინდორ-ველად გაშლილი იყო, ბიუჯეტის შეგროვებამდე. სააკაშვილის დროს კორუფცია „ელიტური” გახდა, განდობილთა ვიწრო წრეში დალაგებული, შემადგენლობის ცვლილებას მიბმული, შეგროვებული ბიუჯეტიდან. დღეს გვაქვს ამ ორის მახინჯი ნაჯვარი, ბიუჯეტამდეც და ბიუჯეტიდანაც, გავრცობილი „ელიტით” და უკონტროლო პრივილეგირებულებით. ასე რომ არ იყოს, დღეს კავკასიაში წამყვანი სახელმწიფო ვიქნებოდით. თუმცა, ესეც გაივლის, საქართველო თავის ფუნქციასაც დაიბრუნებს და მისიასაც შეასრულებს. ტროლ-ბოტებით, დაქირავებული ფეხთამლოკებითა და ფარისევლებით ისინი შეაშინეთ, ვინც აქამდე შეგიშინებიათ. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სამშობლო კი ერთია“!
გაიგონეთ? „გენიოსია“ ეს ქალი, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სამშობლო კი ერთიაო. გინდათ, გაგიშიფროთ მისი უვიცობანი? ესე იგი, ხელისუფლებები კი არ მიდიან და მოდიან, მოდიან და მიდიან… უკუღმაა მაი ამბავი, ასინეთა, უკუღმა!
რა თქმა უნდა, სამშობლო ერთია, მაგრამ ხელისუფლებების წასვლა-მოსვლა აქ რა შუაშია? ადე, ქალო, სანამ ვინმეს რამეზე შეედავები, ჯერ გაარკვიე, ეს ვინ თქვა და რანაირად თქვა. დიახ, აგი სიტყვები (ლექსი „სამშობლო ხევსურისა“) ეკუთვნის რაფიელ ერისთავს. დაწერა 1881 წლის მკათათვეში (მცირე ამონარიდი):
„სამშობლო, დედის ძუძუი,
არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი,
სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“.
მაიცა, სოფოჯან, მარტო ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ანუ მოდიან და მიდიან? ყველა მიდის და მოდის, ანუ ჯერ მიდის და მერე მოდის, მხოლოდ უფალი რჩება, მიწა რჩება – უფალი არის მარადიული, სამშობლოც არის მარადიული. თუმცა ზოგისთვის იგი (სამშობლო) არ გახლავს ერთი, ზოგს, მაგალითად, იმას (შენს „უმფროს“ „გახჩევანს“) ორი აქვს – რუსეთი და საქართველო, ნახევარი ცხოვრება იქ გაატარა, ნახევარს აქ ატარებს, პასპორტში ხან ის ეწერა, ხან კიდე ესა. ამიტომ, როცა იძახი, რუსეთი უნდა განადგურდესო, „პუტლერ კაპუტო“, ჯერ კარგად გადაამოწმე, იმას ესიამოვნება? იიიი… გოოო… შეიძლება გავლისას ხელიც აგიწიოს, თვალიც ჩაგიკრას, მაგრამ ეგეთი რაღაცები გულში ჩაიდოს.
უკვე გითხარით, ეს ქალი უვიცია-მეთქი… ნახეთ შემდეგი მისი „ბრძნული“ მოსაზრებანი (სტილი დაცულია):
„შემთხვევითი ადამიანები გვყავს პოლიტიკაში, ვისაც უნდა ფულის შოვნა ან რაც იშოვა იმის შენარჩუნება, ეს არის პრობლემა… პრობლემა ის არის, რომ რატი ბრეგაძეს არ ესმის, რომ იმ სააკაშვილის მოსამსახურეც არის… მას არ ესმის, იქ რატომ არის, ჰგონია, რომ ეს დამსახურებულად აქვს… ესენი დროებით და შემთხვევით მოხვედრილი ხალხია“.
გულახდილად გეტყვით, მე პირადად ვერ ვიტან ისეთ ადამიანებს, მთელი ცხოვრება ხელისუფლებას რომ მისჩერებიან და ამუნათებენ: იცით, რა? ნება იბოძეთ, გვემსახურეთ, ჩვენ დაგიქირავეთ, ხელფასებს გიხდით, ჩვენი ფულით არსებობთ! როგორც წესი, ასეთები არაფერს ქმნიან, ასეთებისა ერთი თეთრიც არ შედის ბიუჯეტში, უბრალოდ მათ საყვედურებში ამოსდით სული. უკაცრავად, მაგრამ ასეთი მიდგომა მაგარი გოიმობა მგონია და ასეთივე გოიმი გახლავთ ის მადმუაზელი, რომელზეც ამჯერად ვუბნობ და რომელიც წესით „ბუტკაში“ უნდა იჯდეს. ხედავთ? რატი ბრეგაძემ არ იცის, სად არის და რას აკეთებს, განა ეგ სააკაშვილის მოსამსახურეც არისო? რატომ მოსამსახურე, ხომ შეიძლება ცოტა უფრო ზრდილობიანი ფორმით ვახსენოთ ეს ადამიანი? ჯერ ერთი, სააკაშვილის მოსამსახურე არავინ არის… და მეორეც – რამე დააკლეს ამ რეგვენს? სხვებს უკეთესად ექცევიან და ეს დაჩაგრეს? აააარააა, მადმუაზელ, აქ სააკაშვილის მხარეს იჭერ, მაგრამ თან გიტყდება, ემანდ ნაცობა არ დაგაბრალონ. ჰა, ჰა, ჰა… თუ ვინმე მოხვდა პოლიტიკაში შემთხვევით, ეს გიორგი გახარიაა – მამამისმა მიაკითხა დიად „ხუხას“, რომელსაც იმ პერიოდში „პარადი“ მიჰყავდა, შვილი ჩამომივიდა მოსკოვიდან, აქ უნდა დასაქმება, ნახეთ, გაესაუბრეთ, ეგებ გამოგადგეთ რამეშიო. დიად „ხუხას“ არ უნახავს, მაგისთვის არ ეცალა, შემთხვევით გაახსენდა, პირდაპირ შტაბში დაიბარა და გაუმართლა, ბიზნეს-ომბუდსმენად გაამწესეს. შემთხვევითი პოლიტიკოსებიო, კაცოოო, მაგაზე მეტი შემთხვევითობა რაღა გინდათ?
იმის (სოფიო ხორგუანის) შემდეგი ბოდვანი (სტილი დაცულია):
„დღეს რომ პრემიერია, იმ კაცს გადაეცით, რაც მეტ ტროლ-ბოტს მომიქსევს, საკუთარ სიმხდალესა და მავნებლობას მეტად ამჟღავნებს. პირველად რომ გაუშვეს პრემიერობიდან და კაბინეტიდან ძლივს გამოვიდა, როგორც ჩანს, ჭკუა ვერ ისწავლა. ვერც ადამიანების ცნობა. სახელმწიფო რომ არ ესმის, ეგ მედარდება მხოლოდ. სახელმწიფო სამშობლოსთვის გვჭირდება. სამშობლო კი ყველაფერზე მეტია“!
„ეს საწყალობელი ღარიბაშვილი მსოფლიოს მე-5 მდიდარ კაცს რომ შეხვდა დავოსში და ეგ რომ გვაქვს ტოპ-ამბავი და გუშინ იქ გამგზავრებამდე რაღაც კრიპტოკომპანიას სულ შურის ბრალია, შურთ ჩვენი შტატებსა და ევროპას, აქ რომ წინ ვუსწრებთ და პროგრესი და კეთილდღეობა გვაქვს, რა ეგონათ?! ქართული ოცნება სულ რომ ტალახში გაგორდეთ და თავზე ნაცარი დაიყაროთ ნაცმოსთან ერთად, მაინც მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. აბა, გაბედეთ და გააფუჭეთ რამე, კომბლებით მოგადგებით სახლში“.
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ზოგს ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე… ესე იგი, ამასაც ჰგონია, ირაკლი ღარიბაშვილი 24 საათის განმავლობაში ხორგუანის „პიროვნებით“ არის დაკავებული და ვერც კი დაიჯერებთ, ჭორაობით ხომ არ კმაყოფილდება, ახლა კიდევ სამთავრობო საიტიც დაუბლოკა, ვეღარ შედის, ინფორმაციას ვეღარ კითხულობს. მეტიც, ღარიბაშვილმა იმდენი ტროლი, ბოტი და დაქირავებული მიუქსია სოციალურ ქსელებში ლაიქებსაც კი მის (ხორგუანის) მაგივრად სვამენ. რაც მეტს იჭორავებთ ჩემზე, მეტად მოვიცლი თქვენთვისო, წერს ის (ხორგუანი) და ამით ერთგვარად „ტრაბახობს“, მოსახლეობას მიანიშნებს, იმდენად წონიანი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ვარ, მთელი მთავრობა ჩემზე ნადირობსო. სინამდვილეში კი საქმე ისევ გვაქვს უცოდინრობასთან, როგორც ჩანს, მადმუაზელი იმდენად ვერ ერკვევა ინტერნეტსივრცესა თუ სოციალურ ქსელებში, რაღაცაზე თითი დაეჭირა და საკუთარი თავი თვითონვე დაიბლოკა. საერთოდ, ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, როცა თავისი პიროვნების ზუსტი წონა არ იცის და ისეთებს ეტოლება, რომლებსაც არც კი ახსოვთ. რომც ახსოვდეთ, იმდენად არ უღირთ, სადმე ახსენონ და მით უმეტეს, ბოტები ან ტროლები მიუსიონ. რაში აინტერესებს პრემიერ ღარიბაშვილს, რას ფიქრობს და რას დაწერს ვინმე სოფიო ხორგუანი?
შედი, ქალო, „ბუტკაში“, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე!

“საერთო გაზეთი”

გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება