fbpx

ბიძინა ივანიშვილმა საოპერაციოდ ფული ჩამირიცხა, გადამარჩინა, მაგრამ აზრზე მოვიდესო!-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მამუკა ჩარკვიანის გამოსვლას ეხმაურება-

ეს რანაირი მადლობაა?
🤓
მამუკამ კარგად დაიწყო… ბიძინა ივანიშვილმა სიკვდილისგან მიხსნაო, გადამარჩინაო, მადლობაო, ადამიანი უმადური არ უნდა იყოო… თუმცა, აზრზე მოვიდესო!
თან მკაცრად, ძახილის ნიშნით… ბიძინა ივანიშვილმა საოპერაციოდ ფული ჩამირიცხა, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, გადამარჩინა, მაგრამ აზრზე მოვიდესო!
🤓
გული დამწყდა, კი ამბობს მამუკა, ადამიანი უმადური არ უნდა იყოო, მაგრამ თვითონვე გახლავთ უმადურობის კლასიკური ნიმუში!
ნეტავ მაშინ თუ იყო ბიძინა ივანიშვილი აზრზე, როცა ამას მამა და ოჯახი გადაურჩინა? ნუთუ ვერც მაშინ მოვიდა აზრზე, როცა თვითონ უცხოელ ექიმებთან გააგზავნა და დიდძალი ფული გადაუხადა?!
განა რა ვალი აქვს ივანიშვილს ამისთანა ამ ოჯახისა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული იხდის და ვეღარ დაფარა, მაინც იქით ემუქრებიან?
🤓
ბიძინას მამაჩემმა დაურეკაო… უთხრეს, ცოტა ხანში გადმორეკეო. ამან – ცოტა ხანში მამუკა აღარ იქნებაო. იმან, რამდენია საჭიროო? ეგრევე გადმორიცხაო.
მერე? არაფერი, რაღა მერე? ტიპი იძახის, აზრზე მოვიდესო!
🤓
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ აღარ მინდა… უბრალოდ გაოცებული ვარ და გულიც ძალიან მწყდება.
ღმერთმა ყველა გადაარჩინოს, მაგრამ ვერ გავიგე… მართლა ვერ გავიგე, ეს რანაირი მადლობა და რანაირი მადლიერებაა?!
მე არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება