fbpx

ბიძინა ივანიშვილი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში-ნინო ჯღარკავა

,,საერთო ,,გაზეთში ,,გამოქვეყნდა ინტერვიუ ,,იქსნიუსის,,რედაქტორთან ნინო ჯღარკავასთან,გთავაზობთ საგაზეთო ვერსიას უცვლელად-

ვესაუბრება ჟურნალისტი

ნინო ჯღარკავა

_ ნინო, თქვენ საინტერესო ინიციატივა წამოაყენეთ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭების თაობაზე. ფეისბუქში წერდით, რომ თქვენს ამ მშვენიერ წამოწყებას დიდი წინააღმდეგობები შეხვდა. რა წინააღმდეგობებს გულისხმობდით?

_ დაახლოებით ორი თვის წინ, როცა დაიწყო აქტიური ბულინგი ბიძინა ივანიშვილზე, საუბრობდნენ ტელევიზიებში, რომ მასზე უნდა დაწესებულიყო სანქციები, გაყინვოდა ანგარიშები და ა.შ. გამიჩნდა სურვილი, რომ, როგორც ერთ მოქალაქეს, ერთ ჟურნალისტს, გამომეყენებინა საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება და დამესვა საკითხი: მადლიერების ნიშნად ქართველი ხალხისგან, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მინიჭებოდა ღირსების ორდენი.

იმის მიუხედავად, რომ ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცას ეჯავრება ბიძინა ივანიშვილი, მას ხალხის სიყვარული აქვს, ის უყვარს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს.

ადამიანმა, რომელმაც სამების ტაძარი ააშენა, სამი მილიარდი დახარჯა ამ ქვეყნისთვის, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, დიდძალი ქველმოქმედება. გახსოვთ ალბათ ხეების გადატანის პროცესი რომ იყო _ ხეები მოთხარა, სად მიაქვს, რატომ მიაქვს, იყო ერთი გნიასი, მაგრამ, საბოლოოდ, სად წაიღო ეს ხეები? _ გააკეთა დენდროლოგიური პარკი, მსოფლიოში დენდროლოგიური პარკების ხუთეულში რომ შედის, ისეთი პარკი გააშენა და ვინ გაისეირნა პირველად ამ პარკში? ისევ იმათმა, ხეების გადატანაზე რომ გლოვობდნენ _ „ნაცმოძრაობის“ წევრები შევარდნენ პირველები და ისეირნეს. მაგრამ ამაზე არ მაქვს ახლა საუბარი, ივანიშვილმა ის პარკი და ბევრი სხვა რამ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის გააკეთა და უნდა იარონ, ისეირნონ, დაისვენონ, მაგრამ ეს ხომ იყო პროვოკაცია, ხომ იყო ხელის შეშლა, ხომ არის ეს ღალატი?!

ამიტომ და კიდევ ბევრი რამის გამო მას ეკუთვნის ღირსების ორდენი ქართველი ხალხისგან.

ბიძინა ივანიშვლი ახლოდან სულ ორჯერ მყავს ნანახი, არც მისი მილიონები შემხვედრია, როგორც რესპუბლიკურ პარტიას, როგორც ნინო ჯანგირაშვილს და მის „კავკასიას“, 2 მილიონი რომ აჩუქა 2012 წელს, ტელევიზიის გასაძლიერებლად მისცა ეს თანხები, სოროში რომ იჯდა ტელევიზია და დღეს ყველა ვხედავთ, იგივე რესპუბლიკური პარტია და იგივე „კავკასია“ როგორი გამწარებით ებრძვიან შემხიდებელს, ფეხზე დამყენებელს.

მე არა ვარ უმადური, არ ჩემი ქართველი ხალხია უმადური, ამიტომ ხმამაღლა უნდა ვუთხრათ მადლობა ამ ადამიანს.

ამიტომაც ჩემს საინფორმაციო სააგენტო „იქს ნიუსზე“ შევქმენი პეტიცია და ინტერნეტის საშუალებით, ვისაც სურვილი ექნებოდა, შეეძლო დაეფიქსირებინა თავისი თანხმობა. დღენახევარში 4000-მდე ხელმოწერა შეგროვდა, მაგრამ მოულოდნელად გაჩნდა ყალბი ფეისბუქ-გვერდები, რომლებმაც დაიწყეს სიბინძურეების წერა, რითაც პეტიციამ დაკარგა თავისი ფუნქცია და მომიწია გაუქმება, იმდენად საშინელი კომენტარები იწერებოდა ფეიკ-გვერდებიდან. ამასობაში „ტვ პირველი“, იგივე „ჭუტავიზია“, დაინტერესდა ამ თემით და მოინდომეს სიუჟეტის გაკეთება. თავიდან არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, მით უმეტეს, იმ ტელევიზიიდან, მაგრამ ისინი ხომ სახლში შემოვარდნის პრინციპით მუშაობენ და ერთ დღეს, სისხამ დილაზე, დამირეკეს. ვერც წარმოვიდგენდი, ამ კომენტარისთვის თუ დამირეკავდნენ. მოკლედ, მკითხეს: რატომ უნდა მინიჭებოდა ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი, რატომ ვთქვი მე ეს და მისთანები. მე, რა თქმა უნდა, ჩამოვთვალე, რატომაც ეკუთვნოდა მას ეს ჯილდო. არ მსიამოვნებდა მათთან საუბარი, თუმცა შევეცადე, დეტალურად მეთქვა ყველაფერი, დამესაბუთებინა, რატომ იყო ივანიშვილი ამის ღირსი. დიდხანს ვილაპარაკე, მაგრამ მთლიანი ტექსტი არ გაუშვეს _ გავიდა სიუჟეტი: ნინო ჯღარკავა თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს ღირსების ორდენსო. ამ სიუჟეტს მოჰყვა ჩემი ფეისუბქ-გვერდის დაბლოკვა და შეჩერდა პროცესი, მოკლედ, მავანი ყველანაირად შეეცადა, რომ არ გაგრძელებულიყო ეს საკითხი.

ერთი თვე ვიყავი სოციალური ქსელიდან მოწყვეტილი, ვისგან არ ვიცი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს იყო თამარ კინწურაშვილის სამსახურის „დამსახურება“. ეს ის ხალხია, რომლებიც თვლიან, რაც არ მოეწონებათ, უნდა დაბლოკონ.

_ „საერთო გაზეთის“ ფეისბუქ-გვერდიც ხშირად იბლოკება, რამდენჯერ ვცადეთ, მაგრამ ვერ გავარკვიეთ, ვინ „გვერჩის“. თქვენ ამბობთ, რომ ეს თამარ კინწურაშვილის სამსახურია, მაგრამ სად არის აქ სიტყვის თავისუფლება?

_ არსებობს სამსახური, არიან ჯგუფები, რომლებიც მათთვის პოლიტიკურად არასასურველ ინფორმაციას ასაღებენ ბულინგად, საზიანო მოწოდებად, სიძულვილის ენად და ამის საფარველქვეშ ბლოკავენ ჯანსაღ აზრს.

სიტყვის თავისუფლება თითქოს მხოლოდ ნაცნარჩენებისთვის იყოს დასაშვები, ტელეეკრანებიდან გვაგინებენ. „შესანიშნავად“ აკეთებდა ამას ნიკა გვარამია, ყველას გვახსოვს, პირდაპირ ეთერში როგორ ბილწისტყვაობდა.

ჯერ ერთი, რატომ უნდა იგინონ და იფურთხონ ეთერში საზოგადოების წამომადგენლებმა, მაგრამ რომ მოხდარიყო ისე, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ მომხრეებს, მსგავსი სიტყვებით გველანძღა ოპოზიცია, სამუდამოდ შეჩვენებული, დაბლოკილი და ეშაფოტზე აყვანილი ვიქნებოდით.

ერთი სიტყვით, მე გაჩერებას არ ვაპირებ. ვიბრძოლებ, რომ ეს ორდენი სიმბოლურად ქართველი ხალხისგან მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა.

მე მყავს ქალბატონი პრეზიდენტი ფეისუბუქის მეგობრებში. ის ჩემი აქტიური მკითხველია, როცა საჭიროდ თვლის, პირადადაც მწერს სოციალურ ქსელში და ჩემს პოსტებზეც აკომენტარებს, მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ „შემჩნეული“ ვყავარ. მან ნახა ჩემი ინიციატივა ფეისბუქში და შეეძლო ამ თემის მიმართ ყურადღება გამოეჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც იმ უმადურ ადამიანთა სიაშია, რომლებიც ვერ ხედავენ სიკეთეს.

მაპატიოს ქალბატონმა სალომემ, ის საპენსიო ასაკშია და ამ პერიოდში, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამხელა პოსტს თუ დაიკავებდა, მაგრამ აღმოჩნდა ის პრეზიდენტის სავარძელში და ჩვენდა სამწუხაროდ, ისიც უმადური გამოდგა. ქალბატონი სალომე მეორე პრეზიდენტია, რომელიც ხალხის ხმას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს…

შეცდომას ყველა ვუშვებთ, გამონაკლისი არც ბიძინა ივანიშვილია, ისიც შეცდა „პრეზიდენტებში“… ამასწინათ ვთქვი კიდევაც, კეთილ და წესიერ ადამიანებს მოსდით ისე, რომ, რასაც თავად არ ფიქრობენ და ვერასდროს ვერ გააკეთებენ, ჰგონიათ, სხვაც ვერ და არ გააკეთებს-მეთქი, ასე მოუვიდა ბიძინა ივანიშვილსაც…

_ მას შემდეგ, რაც „საერთო გაზეთშიც“ გამოჩნდა თქვენი ინიციატივის შესახებ, უამრავი მოქალაქე რეკავს და მოდის რედაქციაში, რომ თავისი დასტური ხელმოწერით დაამტკიცოს. მათი კონსოლიდაციაა საჭირო. რას აპირებთ ამ მიმართულებით?

_ სამუშაო პროცესში ვარ. უნდა მოვიძიო კანონში შესაბამისი მიმართულება, ვის უნდა მივმართოთ _ პარლამენტს თუ პირდაპირ პრეზიდენტს. დავაზუსტებ ყველაფერს. გავარკვევთ, ჯერ პარლამენტს უნდა წარვუდგინოთ მოთხოვნა და შემდეგ ის მიაწვდის ხმას პრეზიდენტს, თუ რა საფეხურებია გასავლელი.

ყველასთვის ცნობილია თქვენი გაზეთის დამსახურება და პოზიციები, ვიცი თქვენი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თქვენი რედაქტორი, ბატონი ვახტანგ ხარჩილავა დიდ საქმეს აკეთებს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას ამისთვის და არა მარტო მე, საზოგადოების დიდი ნაწილიც. ვფიქრობ, თქვენი გაზეთიც გაიზიარებს ჩემს ამ ინიციატივას და ერთობლივად მივაღწევთ, რომ ამ ფორმით ვუთხრათ მადლობა ბიძინა ივანიშვილს.

_ ხელმოწერების დაფიქსირება მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი?

_ ინტერნეტითაც იქნება შესაძლებელი და პირადადაც. ვაპირებთ, მეტროსადგურებთან გავხსნათ პატარა წერტილები მოქალაქეებისთვის თავიანთი სურვილის დასაფიქსირებლად. ყველაფერს შევატყობინებთ საზოგადოებას, შევატყობინებთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არ არის უმადური. ეს ჯილდო, მადლიერებასთან ერთად, კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი იქნება ქვეყნის შიდა და გარე ჩასაფრებული ოპოზიციური ძალებისთვის, რომ საქართველოს უყვარს და პატივს სცემს ადამიანს, რომელმაც 9-წლიანი ჯოჯოხეთისგან გაგვათავისუფლა. ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი არ არის ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენი არჩევანი არის სიკეთე და მადლიერება და გამოვხატავთ პატივისცემას ერისკაცისადმი, არ მერიდება ამ სიტყვების, სიცოცხლეშივე ისტორიის კუთვნილებისადმი, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში.

ირანდა კალანდაძე

„საერთო გაზეთის“ წინა ნომერში წავიკითხეთ ქალბატონი ნინო ჯღარკავას ინიციატივა ჩვენი ქვეყნის დიდი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილისათვის ღირსების ორდენის მინიჭების თაობაზე. როგორც იტყვიან, ორივე ხელით მივესალმებით ქალბატონი ნინოს ამ ინიციატივას და მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ღირსების ორდენი, არამედ ყველა ორდენი ერთად ეკუთვნის, რაც კი პატრიოტი და ვაჟკაცი ქართველი კაცებისთვის არის შექმნილი.

პატივისცემით,

მურმან კუბლაშვილი _ მათემატიკოსი, მათემატიკის

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ზურაბ სამხარაძე _ საქართველოს

დამსახურებული მწვრთნელი,

დავით ლომთათიძე _ ელექტრომექანიკოსი,

რევაზ ჭიკანაშვილი _ ინჟინერი,

მამუკა გელაშვილი _ ომის ვეტერანი,

თამაზ შათირიშვილი _ ინჟინერი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება