fbpx

ბექა დავითულიანი – ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც ათწლეულების მანძილზე გააჩნდა და გახდება ერთ-ერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში

ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების მანძილზე და ის გახდება ერთ-ერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა.
„ვაკის პარკის და კასკადის აღდგენა, რომელიც უკვე წლებია ამორტიზებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ვაკისთვის და მთლიანად თბილისისთვის. ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების მანძილზე და ის გახდება ერთერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება