fbpx

ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია! ბრავო ვახტანგ გომელაურს და შსს ყველა თანამშრომელს-ნინო გიორგობიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი “ფეისბუკის,, პირად გვერდზე “საქართველოს ბანკის”ყვარელის ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. 

“ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია! ბრავო ვახტანგ გომელაურს და შსს ყველა თანამშრომელს! წარმატებულად ჩატარებული სპეცოპერაცია! ყველა მძევალი გათავისუფლებულია და თავდამსხმელი დაკავებულია!”,- წერს გიორგობიანი. 

ცნობისთვის: ყვარელში შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ის ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია