fbpx

„ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“, გარდაბნის მუნიციპალტეტის მერიაში მეორე წელია წარმატებით ხორციელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოს წევრებთან ერთად, მერიის „ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ პრეზენტაციას დაესწრნენ.ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, პრეზენტაციის ფარგლებში პროგრამით შესასრულებელი სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურები წარადგინა, მათ შორის სოციალური მუშაკის მუშაობის არსი და დროული პრევენციის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, „ბავშვთა უფლებათა კოდექსითა“ და საქართველოს კანონით- „სოციალური მუშაობის შესახებ“ მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებისა და ვალდებულებების საკითხი.„ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“, გარდაბნის მუნიციპალტეტის მერიაში მეორე წელია წარმატებით ხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება