fbpx

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა

1 ივნისი , ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა. მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართა. პატარებისთვის მოეწყო საბავშვო კუთხე, მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ სახე მოეხატათ. პარკში მოსული პატარა სტუმრები მერიამ ნაყინებით დაასაჩუქრა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობა მიულოცა. აგრეთვე, ღონისძიებაზე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მისულ მაყურებელს, სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარუდგინეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება