fbpx

ვიცნობდი თქვენს მამას მეთქი,ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა …. -მირიან ყარაულაშვილი

,,იქსნიუსის,, დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი ილია ელოშვილს იხსენებს-

… სულ ერთხელ თუ ორჯერ შევხვდი პირადად შარშან ზაფხულს ამ კაცს და მართლა მონუსხული დავრჩი მისი მიღებით, საკითხის ღრმა ცოდნით, კომუნიკაციის უნარით… მართალია, ის საკითხი ვერ გადაიჭრა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ ვიცი რომ მას მცდელობა და ყურადღება მისთვის გადასაჭრელად არ დაუკლია…

ძალიან კარგად ვიცნობდი მამამისს , ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს, მოხევეს, მაგრამ ამავე დროს ქალაქელ კაცს – ომარ ელოშვილს… ისიც ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან…გამომშვიდობების დროს ვუთხარი-ვიცნობდი თქვენს მამას მეთქი და აშკარად ესიამოვნა და გაუხარდა რაც მის შესახებ ვუთხარი კარების ზღურბლზე…

დღეს ეს უბედურება გავიგე – ილია ელოშვილი გარდაცვლილა , ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ენერგიული კაცი, უკვე ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი მშენებლობის გამოცდილების მქონე კაცი…

აქ ყველა სიტყვა და შორისდებული უძლურია განცდის გამოსახატად- დავიშალე თითქოს ნაწილებად დილიდანვე და თავი ვეღარ მოვუყარე ვერც სხეულსა და ვერც სულს გასაერთიანებლად ისევ…ნათელში დაუწესოს მის სულს ადგილი უფალმა – ვთხოვ მას და ყველა წმინდანს – შესთხოვონ უფალს მისი სულის შენდობა….

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება