ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ასპინძის კულტურის ცენტრში მოსახლეობას 2026 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში წარუდგინა.

მერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში განხორციელებული საქმიანობა, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრიორიტეტებზე და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით მუმლაძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები,საპატიო ასპინძელები და მოქალაქეები.

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, გაწეული საქმიანობის ანგარიშგებასა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება