fbpx

ამ შემზარავი ისტორიიდან 30 წელი გავიდა !ომსაც აქვს თავისი კანონები-ტყვე ხელშეუხებელია,ხელ-შეუ-ხე-ბე-ლიიი-ირინა გოგოსაშვილი

აფხაზეთის ომში ნაბრძოლი ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი იხსენებს-


  · ოჩამჩირის რაიონში, სოფელ მერკულაში ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ რამდენიმე ტყვე აიყვანეს ჩვენებმა…მათ შორის 16 წლის ბიჭი, რომელმაც ავტომატი იქვე მდინარეში გადააგდო და ხელაწეული ჩაბარდა მოწინააღმდეგეს…..ამ ბრძოლაში , როგორც ჩვენი ისე მეორე მხარის მეომრებიც დაიღუპენ და დღეს არ დავწერ ,ტყვედ 16 წლის ბიჭი რომელ სამხედრო დაჯგუფებას ჩაბარდა…..შტაბში რომ მოიყვანეს, თავი მთლიანად დაბინტული ჰქონდა და მარჯვენა ყურთან სისხლის დიდ რაოდენობას გამოეჟონა…..ფეხში ტყვია ჰქონდა ჩაჭედილი, მაგრამ ორმაგი ტკივილის მიუხედავად -კრინტს არ ძრავდა, გაფითრებული სახით შემომყურებდა და თვალებით შველას ითხოვდა…გენერალ ზაურ უჩაძის კაბინეტში ჰყავდათ მოყვანილი და არ დამავიწყდება ექთანი, ახალგაზრდა გოგოს სიტყვები ,,ამაზე როგორ დავხარჯო გამაყუჩებელი,,?

წამიერი სიჩუმე ჩამოდგა…..,,დახარჯავ,,!-ჩავუსისინე გაოგნებულმა და გამწარებულმა…-,,ნე ნუჟნო,სპასიბო,პუსტ ბუდეტ პულია, ნე ბოლნო, გოლოვა ბოლიტ სილნო,,-შემომხედა და თითქოს გამიღიმა კიდეც…-რას სჭირს , თავი რატომ სტკივა, სისხლსაც გამოუჟონავს-ვეკითხები უჩაძეს…..- მგონი ყური აქვს მოჭრილი…თავი არ აუწევია, ისე მიპასუხა გაბრაზებულმა. გავგიჟდიიიიიიი, გავმწარდიიი, ვეცი ექთანს-ახლავე ამოიღე შენი ინსტრუმენტები, წამალი და ამ ბავშვს მიხედე, თორემ ისე დაგსჯის ღმერთი, მერე გამიხსენებთქო. ეტყობა სახე წაშლილი მქონდა, ბოლო ხმაზე ვყვიროდი , მივიდა და ამ დამპალმა ქალმა მაინც გამაყუჩებლის გარეშე არ ამოუღო ტყვია ფეხიდან….? კრინტი არ დაუძრავს იმ ბიჭს, ერთი არ ამოუკვნესია და აი მაშინ მივხვდი-კაცად რომ მოგავლენს უფალი, 16 წლისაც კაცი ხარ, 5 წლისაც და 100 წლისაც!ზაური უჩაძის კაბინეტის გვერდით ოთახში გავიყვანე ეს ბავშვი, საწოლზე დავსვი-აქ იყავი, მე მალე მოვალ, წამლებს მოგიტანთქო…..უჩაძე გავაფრთხილე, ამ ბიჭთან არავინ შეუშვა, ახლავე მოვალ შტაბში გადავირბენ, ცოდოა გამაყუჩებლებს მოვუტანმეთქი…

15 წუთში დავბრუნდი,საცოდავს უკვე მაღალი სიცხე ჰქონდა, ყურის მხარეს გავარვარებული ჰქონდა კანი,დიდი წვალებით გადაყლაპა რამდენიმე აბი და ,,არ წახვიდეთო,, -მთხოვა…,,ტყვარჩელიდან ვარ, ასტამურ აჟიბა,მადლობა თქვენ, ვიცი პრობლემებს შეგიქმნიან ჩემს გამო და ძალიან გთხოვთ, არ ღირს…ამოილუღლუღარის ვაი ვაგლახით…,,შენზე პატარა შვილი მყავს,ისიც აქ არის ოჩამჩირეში,ჩემზე არ იდარდო, დამიჯერე, წამლები დალიე , გამოჯანმრთელდები და მერე როცა ტყვეების გაცვლა იქნება,პირველი შენ გადახვალ შენებთან სიტყვას გაძლევ,,-დავპირდი!ის ღამე სკამზე ჩამომჯდარმა გავათენე, 2 ჯერ სიცხის დამწევი ნემსი გავუკეთე,სხვა არაფერი შემეძლო…მეორე დილით, უჩაძესთან მოტანილი საუზმეც შევუტანე, ცხონებულმა ზაურიმ გაუყო,,იქნებ შეჭამოს ცოდოა, ამ ყურების დაჭრა რა ისწავლეს ზოგიერთებმა , მასე ჩეჩნები ასახიჩრებენ ჩვენ ტყვეებს და ასეთების გაცვლა დიდი პრობლემა გახდაო,,….ცოტა ჩაი მოსვა, პურს არც მიეკარა, ვერ დავღეჭავო…ასე გაგრძელდა 3 დღე….შვილივით ვუვლიდი და მეშინოდა სადმე არ გადაეყვანათ….ისიც მომეჩვია, იცოდა იქვე ვიყავი და მშვიდად იწვა, ან ეძინა ხოლმე…..გადავიღე კიდეც, მისი მოკლე ინტერვიუ და ,,საღამო მშვიდობისა,,მ ეს ჩანაწერი ეთერშიც გაუშვა….მე4 დღეს სიცხემ დაუკლო, ცოტა ჭამა კიდეც ჩაიში ჩალბობილი პური,მომიბოდიშა მეასეჯერ და დავიძინებო, მორიდებით მითხრა……გამოვედი ოთახიდან, კიდევ ერთხელ შევევედრე გენერალს -ჩემს დაბრუნებამდე მიხედე,მალე მოვალთქო….ალბათ 3-4 საათსი დავბრუნდი და ეგრევე მისი ოთახისკენ წავედი……არ დამხვდა!გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო, ავის მომასწავებელი თვალებით შემომყურებდა ყველა ….,,ბავშვი სად არის?,,-

ვიყვირე….,,ომია ირინა, ყველაფერს მე ნუ მომთხოვ, მოვიდნენ და წაიყვანეს, მე მათი უფროსი არ ვარ,,…..მიპასუხა უჩაძემ…მითხრა ვინც წაიყვანა და რამდენიმე წუთში იქ გავჩნდი სადაც ,,ისინი,, ცხოვრობდნენ….ზუსტად იქ დაუხვრეტიათ ასტამური, სადაც მათი (ჩვენი)თანამებრძოლი მოკლა მტრის ტყვიამ, მაგრამ არ მგონია ეს მსხვერპლშეწირვა გამართლებული ყოფილიყო….,,წამიყვანეთ იქ, სანთელი უნდა დავუნთო, თქვენც დაუნთებთ,იქნებ გაპატიოთ ღმერთმა,,მეთქი…..წამიყვანეს……გავიდა წლები და ის, ვინც ასტამური დახვრიტა, თავად ჩაცხრილეს მანქანაში რაღაც ფულთან დაკავშირებული საქმის გამო!!!

ხომ კარგად ვიცნობდი იმ ბიჭს, მაგრამ-ცრემლი არ გადმომვარდნია,ისე მივიღე, როგორც უფლის სასჯელი მის მიმართ!!!ამ შემზარავი ისტორიიდან 30 წელი გავიდა და ყოველი წუთი, ყოველი სიტყვა და ქმედება დღემდე ცხადად მახსოვს!!!ომსაც აქვს თავისი კანონები-ტყვე ხელშეუხებელია,ხელ-შეუ-ხე-ბე-ლიიი!!!ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს…..P.S.ასტამურის დახვრეტას და რამდენიმე წლის შემდგომ,აფხაზების მხრიდან გამოხმაურების ისტორიას სხვა დროს მოგიყვებით….დედისერთა ყოფილა უბედური.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია