fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.

დღეს, დაბა ადიგენში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდებმა, ადიგენის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სახის სანახაობა გამართეს, ასევე პროექტის ფარგლებში მერიის ადმინისტრაციული შენობა ნარინჯისფრად განათდა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება