Wed Me Good-საქართველოში ვიზიტის შემდეგ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომყველაზე დიდი ინდური ქორწილებისთვის საქართველო ნამდვილად შემდეგიტურისტული მიმართულებაა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს.ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილკომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებებისჩატარებით არიან დაინტერესებულები.ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოსტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობებისდამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. საქართველოში მსხვილიღონისძიებების ჩატარების შესახებ საუბრობს ინდური კოპანია Wed Me Good-ისწარმომადგენელი ანკიტ დანტვალი.„საქართველოში ჩამოსვლისას მიხვდებით, თუ რას ნიშნავს ნამდვილისტუმართმოყვარეობა. აქ საოცარი ხალხია, კერძები გამორჩეულია, ამინდი კისაუკეთესო. ქორწილებისა და ღონისძიებებისთვის ჩვენ საქართველოში ბევრილოკაცია და სივრცე მოვინახულეთ. საქართველოში ვიზიტის შემდეგ შეგვიძლიათამამად განვაცხადოთ, რომ ყველაზე დიდი ინდური ქორწილებისთვისსაქართველო ნამდვილად შემდეგი ტურისტული მიმართულებაა. მოუთმენლადველოდები ინდოეთში დაბრუნებას და დეტალურად განხილვას ჩემს გუნდთან.100%-ით, თავდაჯერებით, ვიტყვი, რომ საქართველო იქნება შემდეგიმიმართულება, რომელსაც ინდოელები ღონისძიებების ჩასატარებლადაუცილებლად ეწვიან“,-ამბობს ანკიტ დანტვალი.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველიტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების,ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობსდანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება