სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №303 დადგენილებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმწიფო დაფინანსების მიღებას შეძლებენ.დაფინანსების მიმღები სტუდენტები სხვა სოციალურ ჯგუფებთან ერთად ასევე არიან : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის

დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები;

1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის

საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები.

განცხადებები მიიღება ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია, განცხადების ელექტრონული რეგისტრაციისა და კატეგორიების მიხედვით წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტების შესახებ, განთავსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge .

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება