fbpx

“Turkish Airlines”-ის საიტზე, თბილისი-სტამბულის მიმართულებით ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.ფრენები მაისის ბოლოდან აღდგება!

კორონაპანდემიის გამო შეჩერებული ფრენები საქართველოში უკვე მაისის ბოლოდან უნდა აღდგეს. ამ ეტაპზე პრივილეგიით მხოლოდ თურქული ავია კომპანიები ისარგებლებენ. “Turkish Airlines”-ის საიტზე, თბილისი-სტამბულის მიმართულებით და პირიქით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, წესები შეცვლილი იქნება მგზავრებისთვისაც. აუცილებელი ხდება, რომ მგზავრმა თან იქონიოს პირბადე და ხელთათმანები. გაფრენის მსურველებს ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტირებაც. შეცვლილია თვითმფრინავში მგზავრთა განთავსების წესიც. თუკი აქამდე ავიაკომპანიას 180 მგზავრის გადაყვანის საშუალება ჰქონდა, ახლა მათი რიცხვი 120-მდე შემცირდება, რასაც ბილეთის ფასზეც აისახება.

ქვეყნები, სადაც გვქონდა ჩვენ რეგულარული ფრენები, დავუშვათ, ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი, ბარსელონა, ვენა და ა.შ., მათ ქვეყანაშიც უნდა იყოს მოხსნილი შეზღუდვა ფრენებზე და ნებადართული უნდა იყოს საავიაციო მიმოსვლა. სხვა და სხვა აეროპორტები განიხილავენ სწრაფი, ერთჯერადი ტესტების მოხმარებას, რომელიც მგზავრებს გაფრენამდე ჩაუტარდებათ. აგრეთვე, არის წინადადება, რომ შუა რიგი ამოვიღოთ, ან უბრალოდ, ამ შუა რიგზე არავინ დაჯდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიცვლება თვითონ ფრენის ეკონომიკა, ფასმა შეიძლება აიწიოს, – აცხადებს “Georgian Airways”-ის გენერალური დიექტორი რომან ბოკერია

გაუზიარე!

Shares