fbpx

დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებას უკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებასუკრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.

„ეს იყო „დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, მათი სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანი 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებაა,“ – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ვეტოს დაძლევის პროცედურა სენატში, რომელშიც 53 „რესპუბლიკელი“ და 47 „დემოკრატი“ სენატორია წარმოდგენილი, უახლოეს დღებში გაიმართება. ვეტოს დასაძლევად ორივე პალატაში კონგრესმენების ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

შეგახსენებთ, რეზოლუცია მიმდინარე წლის მარტში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, აპრილში კი – სენატმა დაამტკიცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება