fbpx

Toronto Sun: კანადაში, კათოლიკურმა სკოლამ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს

კანადაში, რენფრიუს კათოლიკურმა სკოლამ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერა და დააპატიმრებინა იგი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Toronto Sun-ი ავრცელებს.

ჯოშ ალექსანდერს სტატუსი გასული წლის ნოემბერში შეუჩერდა იმ კომენტარისთვის, რომელიც მან საკლასო ოთახში გენდერის შესახებ გააკეთა. მას ასევე უთხრეს, რომ იგი სასწავლებელში იქამდე ვერ დაბრუნდებოდა, სანამ ამას არ უარყოფდა.

6 თებერვალს, ალექსანდერი სკოლაში დაბრუნდა, ვიცე-დირექროტს შეხვდა, რის შემდეგაც ის ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.

როგორც კათოლიკური სკოლის მოსწავლემ Nation Post-თან ინტერვიუსში განაცხადა, მან გენდერთან დაკავშირებით კლასში მიმდინარე განხილვისას რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

„ვთქვი, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომ იბადები ან ქალად, ან მამაკაცად. ამის გამო გავეხვიე პრობლემებში“, – აღნიშნა ალექსანდერმა.

მისივე თქმით, იგი არასდროს ეძახის მის ტრანსგენდერ თანაკლასელებს იმ სახელით, რომელიც გარდასახვამდე ჰქონდათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება