fbpx

The Washington Post: რუსული Forbes-ის კრემლთან დაკავშირებული მფლობელი კერძო საუბრებში ამტკიცებს, რომ Forbes-ის მთელი მედიაჯგუფი იყიდა

რუსული Forbes-ის გამომცემელი კომპანიის მფლობელი, მაგომედ მუსაევი ბიზნეს პარტნიორებთან კერძო საუბრებში აცხადებს, რომ Forbes-ის ყველა მედია ჯგუფი იყიდა. ამის შესახებ The Washington Post-ი 5 აუდიო და ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით წერს, სადაც ბიზნესმენი, რომელსაც გამოცემა კრემლთან დაკავშირებულს უწოდებს, გარიგებაზე საუბრობს.

როგორც ვრცელდება, ჩანაწერები მუსაევის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. „ეს-ესაა გლობალური Forbes-ი ვიყიდე. როცა ხელში გაქვს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ბრენდის გასაღები, ეს გასაღები წვდომას მომცემს ნებისმიერ ადამიანზე“, – ამბობს მუსაევი ერთ-ერთ ჩანაწერში.

როგორც The Washington Post-ი წერს, მუსაევი ამას „ისევ და ისევ“ იმეორებდა. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ჩანაწერში ის რუს ბიზნესმენს, ოსტინ რასელს ახსენებს და გარიგებასთან დაკავშირებულ პირად ასახელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება