fbpx

ვანდალიზმის ფაქტები თიანეთში

თიანეთის მუნიციპალიტეტის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა
და დასვენების პარკში პერიოდულად ვანდალური ფაქტები ფიქსირდება.
დაზიანებულია საბავშვო სივრცის ინფრასტრუქტურა, სკამები, გარე
განათების სვეტი, შენობების ფანჯრები და სხვა.
„ვანდალიზმის შემთხვევები, ასევე, გვხვდება დაბა თიანეთის
სხვადასხვა სკვერსა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელ
ადგილებში. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანების
შემთხვევები უფრო მეტად ხშირია ახლადრეაბილიტირებულ სივრცეებში.
ვანდალიზმი დასაგმობია და მას უნდა გაემიჯნოს ყველა, ვისაც
ქვეყნის წინსვლა სურს!
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ
თითოეულ მოქალაქეს, გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს და
ერთად ვიზრუნოთ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.“ – ნათქვამია
თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება