„m&i Tbilisi 2024“ ფორუმში საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ქართული
კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების
მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო პარაგრაფი თბილისის
წარმომადგენელი თამუნა ჩხეიძე.
„მოხარულები ვართ რომ m&i-ის მასშტაბურ ფორუმი თბილისში ჩატარდა,
საქართველომ პირველად უმასპინძლა ამ ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის,
ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ეს ხელს უწყობს
საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ახალი
ადგილი ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად“,-აცხადებს თამუნა
ჩხეიძე.
m&i-ის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. 4 დღიანი
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ევროპის ქვეყნებიდან ეწვია 65
პოტენციური დამკვეთი ევროპიდან. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,
ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60
საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.
m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და
სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა
დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის
პოტენციალს.