fbpx

“EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი სრიგპ- ს რეგიონებში წარმომადგენლები დღეს სამტრედიის მუნიციაპლიტეტში იმყოფებოდნენ

“EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი სრიგპ- ს რეგიონებში წარმომადგენლები დღეს სამტრედიის მუნიციაპლიტეტში იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან, მოადგილეებთან ვლადიმერ ზაქრაძესთან, გიორგი მეიშვილთან და ადგილობრობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პროექტის წარმომადგენლებს, ქრისტოფ ბაიერს (პროგრამის დირექტორი), რუსუდან დევდარიანს (მრჩეველი ურბანული მიმართულებით), აკაკი რუხაძეს (მრჩეველი ეკონომიკური მიმართულებით), ნინო ხუხუას (ადგილობრივი და რეგიონული განვითარების მიმართულებით) და მარიამ ჟორჟიკაშვილს ადგილობრივი და რეგიონული განვითარების მიმართულებით ყველა ის რესურსი და პერსპექტიული ლოკაცია დაათვალიერებინა, სადაც პროექტის ჩართულობით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი სრიგპ- ს რეგიონებში” პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით გზების რეაბილიტაცია, ურბანული განვითარება, ბაგა-ბაღის მშენებლობა და მოსასვენებელი სკვერის მოწყობა ხორციელდება. დავით ბახტაძე-,,პროგრამის ხელმძღვანელ პირებს ადგილობრივი რესურსი და პერსპექტივები გავაცანით. ვიმსჯელეთ უმნიშვნლოვანესი პროექტების იდეაზე, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება, რათა ამ საერთაშოისო ორგანიზაციის ხელშეწყობით არაერთი პროექტი განხორციელდეს. ჯერჯერობით იდეის დონეზეა საცხენოსნო კლუბში ჰიპოთერაპიის მოწყობა და ბორანის კეთილმოწყობის თემა.” “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი სრიგპ- ს რეგიონებში” ხორციელდება GIZ-ის მიერ, პროექტის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით. EU4ITD ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას PIRDP რეგიონებში, რომელიც მოიცავს გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ოთხ რეგიონს. პროექტის განხორციელების ვადები 2022-2025 წლებზეა გაწერილი, ხოლო საერთო ბიუჯეტი 7.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ურბანული განახლება – „საკონსულტაციო და ფინანსური მხარდაჭერა ეკონომიკური და სოციალური ურბანული განახლებისთვის“; ტურიზმის განვითარება- „ახალი, უფრო მოქნილი, რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ტურიზმის ხელშეწყობა”; ეკონომიკური განვითარება- „შემოსავლების და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა“ ძირითადი ჯვარედინი/გადამკვეთი საკითხები, რომლებიც იქნება მოქმედების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი, მოიცავს გენდერულ თანასწორობას, გარემოს მდგრადობას (კლიმატის ცვლილების შერბილების/ადაპტაციის ჩათვლით) და კარგ მმართველობას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება