fbpx

ბოლნისის მერი კონფერენციას სახელწოდებით “საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა“ დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი კონფერენციას სახელწოდებით “საქართველოს
მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული
უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების
გამოვლენა“ დაესწრო
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელებული პროექტის –
“დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“
ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული
ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ეროვნული კონფერენცია “საქართველოს
მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული
უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების
გამოვლენა“ გაიმართა.
კონფერენციას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი
ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზებისა და სოციალურ სფეროში მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში
მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმაც მიიღო.
ეროვნული კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა მუნიციპალიტეტების მიერ
სოციალური და ჯანდაცვის სფეროში უფლებამოსილებათა განხორციელების
შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, კვლევის „მუნიციპალიტეტების
შესაძლებლობათა შეფასების შესახებ“ ანგარიშის წარდგენას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა
ასოციაციამ 2019 წლის „საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში“ მერიის პროექტი, რომელიც
შშმ პირებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, ნომინაციაში “მუნიციპალური სოციალური
პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის” საუკეთესოდ აღიარა. საერთო ჯამში,
„საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში“ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ზედიზედ ოთხჯერ
გაიმარჯვა. 2021 წელს კი მუნიციპალიტეტს ეს ჯილდო ერთდროულად ორ
ნომინაციაში გადაეცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება