საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეის
რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს
უმასპინძლა. მედიატური სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს
ჩართულობით შედგა.
კორეის ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები: თბილისს, მცხეთას,
თელავს, სიღნაღს, დედოფლისწყაროს, სტეფანწმინდას, წალკას, ფარავნის
ტბას, ვარძიას, ახალციხეს, სამთო კურორტს გოდერძის, ლატალს, მესტიას და
უშგულს ესტუმრნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს
სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის, სამთო კურორტების,
კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს
ამზადებენ. EBS Korea-ს როგორც ონლაინ პლატფორმას, ასევე ტელევიზიას
მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ტურის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია სამხრეთ კორეაში და
მაღამხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა სამხრეთ კორეიდან
საქართველოში.