fbpx



Covid-19-ის პანდემიის პერიოდში,არცერთი აივ ინფიცირებული პაციენტი არ დარჩენილა ანტირეტროვირუსული პრეპარატების გარეშე.

Covid-19-ის პანდემიის პერიოდში, საგანგებო რეჟიმის პირობებში,  თბილისის,  ქუთაისის, ზუგდიდისა და  ბათუმის შიდსის ცენტრების არვ მონიტორინგის მობილურ ბრიგადებს  ფორს-მაჟორულ პირობებში მუშაობა მოუწიათ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჩაიკეტა ოთხი ქალაქი და შეიზღუდა  სატრანსპორტო გადაადგილება, შიდსის ცენტრის მობილური ბრიგადა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რეგიონებში ჩადიოდა და აივ-ინფიცირებულ პაციენტებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აწვდიდა საჭირო მედიკამენტებს.

2020 წლის 18 მარტის შემდეგ, არცერთი აივ ინფიცირებული პაციენტი არ დარჩენილა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტირეტროვირუსული პრეპარატების გარეშე.  არვ მონიტორინგის მობილური ბრიგადები ბენეფიციარებს ბინაზე აწვდიდნენ არვ მედიკამენტებს.

ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 750-მდე გასვლა. მათ შორის თბილისის მობილურმა ბრიგადამ შეასრულა 450-მდე ვიზიტი ბინაზე თბილისსა და შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: რუსთავში, კაზრეთში, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, პანკისის ხეობაში, თელავში, ახმეტაში, სიღნაღში, ყვარელში, წნორში, ლაგოდეხში, საგარეჯოში,  მცხეთაში კასპში, გორში, ხაშურში, ბორჯომში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში, წალკასა და ნინოწმინდაში.

ხოლო ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის მობილურმა ბირაგდებმა განახორციელეს 300 – მდე ვიზიტი ბინაზე : იმერთის, აჭარა – გურიის და სამეგრელო –  ზემოსვანეთის რეგიონებში.

გარდა ამისა, მობილური სამედიცინო ჯგუფის მიერ მონიტორინგის მიზნით, ადგილზევე ხდებოდა ფლებოტომია (სისხლის ვენიდან აღება).

არსებული საგანგებო  მდომარეობის პირობებში შიდსის ცენტრის მობილურმა ბრიგადებმა წარმატებით გაართვეს თავი  მათზე დაკისრებულ მოვალეობას  და აღნიშნულ პერიოდში არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა მედიკამენტის გარეშე.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია