fbpx

გახარია ცოტა რომ აიმაღლოთ განათლების დონე, კორონას შიშით ხალხს არჩევნებამდე ვეღარ მიიყვანთ-მარიამ კუკუნაშვილი

“ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,მასების შიშით მართვა ისეთივე ძველია, როგორც ტოტალიტარიზმი, ან დემოკრატია.რუსეთით დაშინება რომ აღარ ჭრიდა ამერიკაში, იმისათვის რომ ხალხის ყურადღება მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემებიდან ახალ შიშზე გადაეტანათ, ხან გვატემალასთან წამოიწყეს ომი, ხან ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის მეტს არაფერს ატრიალებდა მთავრობა თუ მედია…მაგრამ როგორ უნდა უჭირდეს ოცნებას, რომ ხალხს აღარ ეშინია კორონასი და ვერც ახალი შიში მოიფიქრეს ( ნაციონალების შიში ძალიან დაუძველდათ), და საზღვრებსაც არ ხსნიან….გახარია ცოტა,რომ აიმაღლოთ განათლების დონე ან ფსიქოლოგიურ კვლევებს გაეცნოთ იმის თაობაზე, რომ შიში მოკლევადიანია და კორონას შიშით ხალხს არჩევნებამდე ვეღარ მიიყვანთ, ან სხვადასხვა ქვეყნების შიშის პოლიტიკა და ისტორია გადაიკითხოთ არ გაწყენდათ ….ორი ძირითადი მოტივატორი აქვს ადამიანს: შიში და სურვილი და მიხვდით ეხლა რამენაირად, რომ სურვილი უფრო მეტია ახლა თავისუფლებისა ვიდრე თქვენი მოქმედებადაკარგული, ძალაგამოლეული და დაჩაჩანაკებული შიში …”

გაუზიარე!

Shares