fbpx

 CENN-თან  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა მოაწერა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, ორგანიზაცია CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი, თვითმმართველობებთან მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოაწერა.

პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვლმა, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგნლებმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება