fbpx

შავნოდარას ჟჟჟურნალისტები წარუმატებლად დამსდევდნენ კითხვებით – ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებებით რატომ გამოირჩევითო

შავნოდარას ჟჟჟურნალისტები წარუმატებლად დამსდევდნენ კითხვებით – ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებებით რატომ გამოირჩევითო. ფეისბუქის ბევრი მეგობარი კი პირიქით მსაყვედურობს – რას ვხედავ “ამისთანას” აშშ-სა თუ ევროკავშირში. არ გეწყინოთ, მაგრამ საკითხის ასე ან ისე დაყენება მოკლებულია სიღრმისეულობას.

რონალდ რეიგანისეული სოციალური კონსერვატიზმის მომხრე ამერიკას, რომლის საუკეთესო წარმომადგენლები ჩემს იდეოლოგიურ თანამოაზრეებს დღესაც წარმოადგენენ – კიდევ ერთხელ ვულოცავ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. პირადად მე მყოფნის მოთმინება და ოცნება, ისევ იმ ამერიკას მოვესწრო, რომელიც ჩემი ბავშვობის სანუკვარ მისწრაფებას წარმოადგენდა.

იგივე მიდგომა მაქვს ევროკავშირთან მიმართებაში, რომელიც ავადაა, მაგრამ არა განუკურნებელი. ამის იმედს მაძლევს უნგრეთი, ნაწილობრივ – ბალკანეთი. ამის იმედს მაძლევს ადანიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლო, რომელმაც ბოლო 10 თვის განმავლობაში განსახილველადაც არ მიიღო სამი ყველაზე ცნობილი ქართველი ჯალათის “სარეაბილიტაციო” სარჩელები: მეგის ქარდავა, მიხეილ სააკაშვილი და ბაჩანა ახალაია.

ასე რომ, ჩემთვის მიუღებელია ხელის ერთი მოსმით ან ანტიამერიკული, ან ანტიევროპული რიტორიკა. სტრასბურგის სასამართლოს პოზიცია – იმის ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ ჯანსაღი ევროპის “უჯრედები” არსებობენ ავთვისებიანი “მეტასტაზების” საპირწონედ. უფლის ნებით, საქართველო შეიძლება უკვე სრულიად გამოჯანმრთელებულ ევროპულ ორგანიზმს შეუერთდეს. დღეს ამაზე საუბარი – უადგილო და უსაფუძვლოა. მოთმინება გვმართებს, მოთმინება!-წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება