პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანიკენ ჰუდფელდტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა 

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთანდაკავშირებით, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურის დირექტორი,…

ექსპერიმენტორიუმის საჩუქარი დევნილი ვეტერანების შვილიშვილებს

ექსპერიმენტორიუმის საჩუქარი დევნილი ვეტერანების შვილიშვილებს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ექსპერიმენტების მუზეუმმა- ექსპერიმენტორიუმმა აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების…

შენ არ იყავი მერიას რომ ევაჭრებოდი, ცალკე გამოყავი შადრევნები და მე ჩამაბარეო- ნინო ჯღარკავა ირაკლი ჟვანიას

“იქსნიუსის” რედაქტორი ნინო ჯღარკავა არქიტექტორ ირაკლი ჟვანიას მერიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და მას უახლოეს წარსულს…

შვილი რო უზნეოდ გყავთ გაზრდილი, წამალს რო იჩხერს,ფსიქოტროპულებს რო ყლაპავს და მერე დედას ცემს და მამას ყელს ჭრის ესეც პრემიერის ბრალია?

“იქსნიუსის” რედაქტორი ნინო ჯღარკავა სამართლიანობის აღდგენაზე და პრემიერის წინააღმდეგ მიმართულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე სიციალურ ქსელში წერს: “სამართლის…

სამართალი რო ჩუხჩუხებდეს ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძე ციხეში უნდა ლპებოდნენ

“იქსნიუსის” რედაქტორი ნინო ჯღარკავა ყოფილ დაუსჯელ დამნაშავე მაღალჩინოსნებზე, სოციალურ ქსელში წერს: ” -სამართალი რო ჩუხჩუხებდეს ირაკლი…

გიგა გიგაშვილი: ყველა მიღება-ჩაბარების აქტს, რაც მერიაშია წარმოდგენილი, ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგაგიგაშვილის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთანდაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების…

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის მთავრობას ბართინის მაღაროში აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო  სამძიმარი გამოუცხადა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. „ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში…

მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს-ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე – პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, ყველა საბუთი არსებობს და ნახეს პოლიციაში, ძალიან…

თამარ ჩერგოლეიშვილი უწმინდესზე: თუ გარდაცვალება დასაწყისია, გერმანიაში რატომ დაყავთ ეს გარდაცვალების აღსაკვეთად?

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში უწმინდესის სამძიმრის წერილს ეხმიანება, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკში…

ანდრია ბასილაია: შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს და მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ ჩართულ აუზში

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განმარტებით, ვაკის პარკშიმდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და მასშემდეგ სისტემის…

პრემიერი – სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა, რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და ქრისტიანული ფასეულობები

სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ქრისტიანული ფასეულობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, სვეტიცხოვლობა ყველა ქართველისთვის დიდებული დღესასწაულია. „თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, პატივცემულო საზოგადოებავ! დიდი პატივია დღეს ჩემთვის, რომ მოგმართოთ და მოგილოცოთ ყველას, ყველა ქართველისთვის დიდებული დღესასწაული – სვეტიცხოვლობა. სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ქრისტიანული ფასეულობები. ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე – სვეტიცხოვლობა. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე,“- განაცხადა პრემიერმა. სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მთავრობის მეთაურთან ერთად, სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა…

შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!-თეა წულუკიანი ბესო სოლომანაშვილს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მწერლის, ბესო სოლომანაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელიც ვაკის პარკში…