fbpx

შენ არ იყავი მერიას რომ ევაჭრებოდი, ცალკე გამოყავი შადრევნები და მე ჩამაბარეო- ნინო ჯღარკავა ირაკლი ჟვანიას

“იქსნიუსის” რედაქტორი ნინო ჯღარკავა არქიტექტორ ირაკლი ჟვანიას მერიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და მას უახლოეს წარსულს ახსენებს:

“სამი დღეა ტელევიზიები ატრიალებენ „ცნობილი არქიტექტორის“ მოქანდაკის ირაკლი ჟვანიას სტატუსებს, რომელიც ბრალს დებს მერიას, რატომ ანდო ვაკის პარკის რეაბილიტაცია არაკომპეტენტურ კომპანიას, როცა ჩვენი გუნდი მზად იყო ამისთვისო.

ეს ის ირაკლი ჟვანიაა, მიშას დროს რომ აუთსორსზე ყავდა ნაცმოს და პირდაპირი ხელშეკრულების გზით ექსკლუზიურად მართავდა შადრევნებს და შადრევნების განათებებს.

ახლა კარგად მომისმინე ბატონო ირაკლი, შენ არ იყავი მერიას რომ ევაჭრებოდი, ცალკე გამოყავი შადრევნები და მე ჩამაბარეო? მერე ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე ითხოვდი მე ჩამაბარეთო, არადა არ აკმაყოფილებდი სატენდერო მოთხოვნებს? იძახდი, მე ვარ მაგ შადრევნის ავტორიო. არადა რა ავტორი, მიშას დროს მაგ შადრევანის გაფრქვევაზე იმუშავე. რომელი ავტორი შენ იყავი?

და ბოლოს, შენ არ იყავი ჭავჭავაძის რეაბილიტაციის დროს მუსიკოსების შადრევანი რომ ჩაგაბარა მერიამ, როგორც ავტორს და ვერ შეასრულე ვერანაირი პირობები? პროფესიონალო, თქვი, რამდენჯერ დაჯარიმდი და რატომ შეგიყვანეს ბოლოს შავ სიაში?

მართლა კი არ ბნელა, პატარაა ეს თბილისი და ყველამ ყველაფერი ვიცით. შადრევანს ვერ აფრქვევ და ტყუილების ფრქვევაზე ხარ გადასული.”-წერს ნინო ჯღარკავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება